რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მილტონ ჰეიგი: "ეს გამარჯვება ბევრს დააფიქრებს"

    19 სექტემბერს "ბორჯღალოსნებმა" რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს და ტონგა ანგარიშით, 17-10 დაამარცხეს. თამაშის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.

    "ეს თითოეული გუნდის თითოეული წევრის 4 წლის შრომის ნაყოფია. მსოფლიო თასზე გასვლის შემდეგ, 2 წლიანი ფოკუსირება კონკრეტულად ამ თამაშზე გავაკეთეთ და ვიცოდით, რომ იმის შესაძლელობა გვქონდა, რომ შეგვეცვალა ქართული რაგბის ისტორია, ეს თამაში დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო".

    - საქართველო შემდეგ საფეხურზე გადავიდა…

    "- ჯერ მაღალ საფეხურზე არ ვართ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ გუნდებს ვუგებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიოს ტოპ 8 გუნდთან თანმიმდევრული შეჯიბრებაა. ამისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი".

    - რაზე იყო დამყარებული ეს გამარჯვება?

    - "ძალიან ბევრ და თავდაუზოგავ შრომაზე. ბოლო სამი თვე ყველასთვის ურთულესი იყო, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის, და ვფიქრობ ეს ყველაფერი დღეს კარგად გამოჩნდა. ფიზ-მომზადებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ 80 წუთის განმავლობაში დაუღალავად დაგვეცვა თავი და ამან თამაშის მოგების საშუალება მოგვცა".

    - შეაფასეთ მამუკას თამაში...

    - "ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ, როგორც გუნდის წევრი, ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნაკრების სხვა წევრები კარგ თამაშში აიყოლიოს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი მსოფლიო კლასის მორაგბეა".

    - საქართველოს ძალის არა სათანადო დაფასება...

    - "მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ტონგელს ვესაუბრე, მორაგბეს, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და მან მითხრა, რომ ისინი სათანადოდ არ გვაფასებდნენ და სხვა თამაშებზე უფრო იყვნენ ორიენტირებულნი. ეს კომენტარი მისგან ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მთელი ჩვენი ინტერესი მათკენი იყო მიმართული. ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცის და სწორედ ამიტომ ვერ გვაფასებენ სათანადოდ, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ბევრს დააფიქრებს".

    -საქართველოს შანსები არგენტინის წინააღმდეგ…

    - "კარგი იქნება მათთან რაიმე შანსის ქონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არგენტინა ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იქნება. თუმცა დღევადელი გამარჯვება თავდაჯერებულობას გაგვიორმაგებს, იმპულსს მოგვემს და რწმენას, რომ თუ ბურთი ჩვენს სასარგებლოდ გაგორდება ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს…"

    მამუკა გორგოძე

    - რაზმში გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი..

    - "დღევადელ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე იყო და ვფიქრობ ვერავინ შეამჩნევდა მათ გამოუცდელობას და ვერ გამოყოფდა ბევრად უფრო გამოცდილი მორაგბეებისგან, რადგანაც 100%ით დადეს თავი. ყველამ ერთნაირად კარგად ითამაშა, საერთო მიზნით".

    - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...

    - "არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს, დღეს ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ტონგა ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ყოველთვის კარგ თამაშს გვთავაზობს, დღეანდელი დღეც საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის".

    - რას ნიშნავს ეს მოგება ქართული რაგბისთვის…

    - "ვფიქრობ, ეს ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვება იყო, რადგანაც პატარა გუნდი ვართ. მართალია, გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ძლიერ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მსგავსი მოგება არასდროს მოგვიტანია ქვეყნისთვის.”


    - შეგმდეგი მატჩი არგენტინის წინააღმდეგ…

    - "ისინი ფავორიტები არიან. შერკინებაში არგენტინა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ისტორია. ყველაფერს თამაშის შემდეგ ვიტყვი. არგენტინა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ურთულესი თამაში გველის მათთან. დარწმუნებული ვარ, რომ ბორჯღალოსნები მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ".


    - ბევრი ქართველი ქომაგი შეგროვდა ქინგსჰოლმზე...

    "ჩვენმა გულშემატკივრება ამ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს. ისინი დღეს მე16 ბორჯღალოსნები იყვნენ".

    მერაბ კვირიკაშვილი

    "დაუჯერებელია! ამას დაუსრულებლად ველოდებოდით, ძალიან გვინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. სამწუხაროდ, ორი უმნიშვნელოვანესი ჯარიმა ვერ გამოვიყენე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგისკენ წავიდა, რადგანაც დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, მთელ მოედანს ვიცავდით და საბოლოოს მოგებით დავასრულეთ. ძალიან რთული ზეწოლა იყო ტონგელების მხრიდან, მაგრამ ჩვენმა უძლიერესმა გუნდმა მოახერხა და ანგარიში შეინარჩუნა, გიჟებივით ვიბრძოდით".

    შალვა მამუკაშვილი

    "80 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყავით და თამაში ამან მოგვაგებინა. ჩვენი მიზანი დაცვაში მინიმალური ჯარიმების აღება იყო, ნაკლები ადამიანის დაშავება და ეს გამოგვივდა. ამ თამაშისთვის წლებია ვემზადებით და ამიტომაც გავიმარჯვეთ".

    "ძალიან მაგარი გრძნობაა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვქმნით და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ეს უდიდესი მოვლენაა. ძალიან რთული იყო მატჩის ბოლო წუთებში ტონგელების შეჩერება, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენს უკან მთელი საქართველო იდგა და ამით გამარჯვების მოპოვება შევძელით. ქართველი გულშემატკივრები დღეს მე16 ბორჯღალოსნები იყვნენ და ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო. ამას მთლიანად საქართველოდანაც ვგრძნობდით, და რა თქმა უნდა სტადიონიდან განსაკუთრებით".

    ვასილ ლობჟანიძე

    "ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მაგრად დავიცავით თავი მატჩის ბოლოს, რაც უზომოდ რთული იყო, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით".

    მაიქლ ბრედლი

    "მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და სამწვრთნელო შტაბის რეაქციებიდანაც კარგად დაინახავდით რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას ჩვენთვის. შვებისმომგვრელი იყო ტონგელთა უკანასკნელი შეტევისას მსაჯის ფინალური სასტვენი. მატჩის პირველი ნახევრის 10-3 ანგარიშით დამთავრება უკვე ბევრს გვპირდებოდა. ჩვენ დაცვის კარგი სტრუქტურა ჩამოვაყალიბეთ და ტონგელთა ლელომდე დავალებას თავს კარგად ვართმევდით".

    საინტერესო სტატისტიკა

    - პირველად ქართული რაგბის სიტორიაში ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის პირველივე მატჩი მოიგეს;
    - მსოფლიო თასებზე მესამე მატჩი მოვიგეთ;

    - 18 წლის ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შევიდა;
    - მერაბ კვირიკაშვილმა 86-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, რითაც ირაკლი აბუსერიძეს (85);

    - დღევანდელ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა 213 ბოჭვა გააკეთეს, ტონგელებმა კი 48;

    - კვირიკაშვილის ორივე ზუსტი გარდასახვით ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასებზე 11 ლელო და შესაბამისად 11 გარდასახვა მიითვალეს.

    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        20-09-2015, 14:57
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ