image

იოზილის აგენტი: "ფენერბაჰჩეს" ჩემი აგენტი მოსწონს, მაგრამ..."

მესუტ იოზილის აგენტმა ისაუბრა ბოლოდროინდელ ჭორებზე, რომლის მიხედვითაც გერმანელი ფეხბურთელის შეძენა "ფენერბაჰჩეს" სურს და განაცხდა, რომ გამორიცხული არაფერია.

"თურქული გრანდის ხელმძღვანელობას იოზილის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ყველაფერი "არსენალზეა" დამოკიდებული. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.", - განაცხადა მესუტ იოზილის აგენტმა.

წარსულში იოზილს ბევრჯერ უთქვამს, რომ ბავშვობიდან "ფენერბაჰჩეს" გულშემატკივარია და არაა გამორიცხული გერმანელი ვარსკვლავი მომავალ სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.
  • ავტორი: გოგა ნაჭყებია        21-09-2015, 01:06

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ