რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი აღიარება

    გავლენიანმა სარაგბო გამოცემა Planetrugby-მ მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმობლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.

    გამოცემა სიმობლურ გუნდში მოხვედრილ ქართველებს ასე ახასიათებს:

    (9 ნომერი) ვასილ ლობჟანიძე: ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ტონგას წინააღმდეგ საოცრად გამოიყურებოდა. მას არ ეშინოდა სისწრაფის განვითარების, ლელოს დადების მცდელობის, თამაშის ტემპის რეგულირების. ლობჟანიძე ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, რომელმაც დიდწილად განაპირობა საქართველოს ნაკრების გამარჯვება. მის პოზიციაზე ასევე კარგი თამაშები ჩაატარეს ფუმიაკი ტანაკამ (იაპონია) და აარონ სმიტმა (ახალი ზელანდია). ასე რომ, სულ რაღაც 18 წლის ქართველმა სასახელო მორაგბეებს აჯობა და საკუთარი პოტენციალი მთლიანად სარაგბო სამყაროს დაანახა.

    (8 ნომერი) მამუკა გორგოძე: ქართველმა გიგანტმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ტონგას ნაკრების არცერთი მორაგბე არ დაინდო. 1999 წლის შემდეგ საქართველომ პირველად დაამარცხა ეს ნაკრები, ხოლო მამუკამ ამ თამაშში ერთბაშად 24 ბოჭვა განახორციელა, რაც პირველი ტურის საუკეთესო მოჩვენებელია. გორგოძე არც მაშინ ერიდებოდა წინსვლას, როდესაც ოთხი ან ხუთი მორაგბე ბოჭავდა.

    (1 ნომერი) მიხეილ ნარიაშვილი: შერკინების გულმა, მიხეილ ნარიაშვილმა საკუთარი ოპენენტები არცერთ სათამაშო კომპონენტში არ დაინდო. მან მოედანზე შთაბეჭდავი სანახაობა შემოგვთავაზა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

    Planetrugby-ის შედგენი სიმბოლური გუნდი სრულად ასე გამოიყურება:

    15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ვან დერ მერვე (კანადა), 13. კორი ალენი (უელსი), 12. სონი ბილ უილიამსი (ახალი ზელანდია), 11. ნემანი ნადოლო (ფიჯი), 10. ჯონათან სექსტონი (ირლანდია), 9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო), 8. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. შონ ო'ბრაიანი (ირლანდია), 6. მაიკლ ლეიტი (იაპონია), 5. სემ უაითლოქი (ახალი ზელანდია), 4. იან ჰენდერსონი (ირლანდია), 3. რაბა სლიმანი (საფრანგეთი), 2. გილემ გირადო (საფრანგეთი). 1. მიხეილ ნარიაშვილი (საქართველო).
  • ავტორი: messi        22-09-2015, 11:08
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ