რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბი 2015. "პუმებთან" რკენამდე ერთი დღე დარჩა

    ხვალ, საქართველოში რვას რომ თხუტმეტი დააკლდება "ბორჯღალოსნები" "ქინგსჰოლმის" მინდორზე ამჯერად არგნეტინელ "პუმებთან" სარკენად გავლენ. როგორც ადრე მოგახსენეთ, გუნდმა მზადება ორშაბათს დაიწყო და ორი ვარჯიში გამართა. გუშინ ორჯერ მიაკითხეს ბრისთოლიში სავარჯიშო მოედანს.

    გუშინდელი საღამოს ვარჯიშის შემდეგ, "ბორჯღალოსნები" აიბარგნენ და კვლავ გლოსთერთან ახლოს, ორი დღით ჩეთლნემში დაბინავდნენ. არგენტინამდე 48 საათით ადრე ქომაგებსითვის ალბათ საინტერესოა თუ რას ფიქრობს მომავალ შეხედრაზე მილთონ ჰეიგი:

    "ვიცოდით, რომ ტონგასთან მოგება კარგი დაცვით შეიძლებოდა. დაგეგმილი გვქონა, რომ მეტოქე მუდმივად ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა. შერკინებასა და აუტში უპირატესობა უნდა მოგვეპოვებინა. დაცვის ხაზი სწრაფად უნდა ასულიყო და გადაწყობაც ასევე უმალ უნდა განგვეხორციელებინა. ეს ყველაფერი ჩვენმა გუნდმა მოახერხა".

    "ჯამურად 226 ბოჭვა განვახორციელეთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს იმ სამთვიანი მზადების შედეგია, რომელიც გავიარეთ. ფიზიკური მზადების პროგრამის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამ მატჩისთვის ასეთ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავით. ჩვენ კმაყოფილები ვართ".

    მომავალი მეტოქე...

    "არგენტინასთან ძალიან რთული თამაში გვექნება. ეს გუნდი უკვე სამი წელიწადია "რაგბი ჩემფიოშიფში" ასპარეზობს და შეუძლია მაღალი დონის რაგბი ითამაშოს, დიდ გუნდებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. "პუმებს" კარგი შერკინება ჰყავთ, მათი ფულბეკი და გარემარბები ძლიერნი არიან. ალბათ, თამაშს გაგვიშლიან და ჩვენ ზურგს უკან ბურთის დაკიდებას ეცდებიან".

    რა შეიძლება ჩვენ დავუპირისპიროთ?

    "ჩვენი თამაშის სტრატეგია არ შეიცვლება. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ წნეხს არგენტინელები უფრო განიცდიან. ჩვენ უნდა გავიდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ რაგბის თამაშით. ტონგასთან მოგებამ ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა შემატა. კარგად იციან არგენტინა რა დონის გუნდიცაა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თამაში სანახაობრივად კარგი გამოვიდეს".

    არგენტინა - საქართველო

    შეგახსენებთ, რომ C ჯგუფის მეორე შეხვედრას "ბორჯღალოსნები" არგენტნელი "პუმების" წინააღმდეგ კვლავ "ქინგსჰომზე" გამართავენ (25/09/2015), რომელიც 19:45 საათზე დაიწყება. ამ მატჩს, ისევე, როგორც მსოფლიო თასის დანარჩენ მატჩებს პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

    ჰეიგი გამარჯვებულ რაზმს ენდობა

    მატჩამდე კი 48 საათი რჩება, შესაბამისად დადგა არგენტინასთან ბორჯღალოსნების 23 კაციანი განაცხადის დასახელების დრო. პუმებთან ურთულესი მატჩის წინ მილთონ ჰეიგი და ქართული სამწვრთნელო შტაბი შაბათს ტონგასთან გამარჯვებულ რაზმს ენდო და ბორჯღალოსნები პუმებთან იგივე შემადგენლობით ითამაშებენ.

    "სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ არგენტინის წინააღმდეგ რაზმი უცვლელად დაგვესახელებინა, რადგნა მიგვაჩნია, რომ ამ შემადგენლობამ ნამდვილად დაიმსახურა თამაში. მოტივაცია და თავდაჯერებულობა უდიდესი აქვთ და ლოგიკურია, რომ არგენტინასთან შანსის მიცემა გადავწყვიტეთ", - განაცხადა მილთონ ჰეიგმა

    რაც შეეხება ლაშა ხმალაძეს, ალექსანდრე თოდუასა და დავით ქუბრიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს უკეთესად გრძნობენ, რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.

    ბორჯღალოსნების შემადგენლობა პუმების წინააღმდეგ


    რაგბი 2015. "პუმებთან" რკენამდე ერთი დღე დარჩა


    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        24-09-2015, 12:08
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ