რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბი 2015. "ბორჯღალოსნებმა" "პუმებთან" შეხვედრა დათმეს

    25 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეოთხედ, "ბორჯღალოსნები" არგენტინელ "პუმებს" ეთამაშნენ. ისევე, როგორც წინა სამ შემთხვევაში, მოგება ამჯერადაც სამხრეთ ამერიკელებს დარჩა - 54:9 (14:9).

    მაგრამ ვიდრე მატჩის პერიპეტიებსა თუ გარჩევაზე გადავიდოდით, უპირველეს ყოვლისა გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენ ნაკრებს. ბორჯღალოსნებმა დღეს ბევრად ძლიერ მეტოქესთან იბრძოლეს მსაჯის ბოლო სასტვენამდე - ერკინენ სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელსაც ამ შეხვედრაში დასაკარგი ბევრად მეტი ჰქონდა.

    აგრეთვე თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლათფორმბზე ბიჭების მიმართ, ბრძოლისა და თავდადების გამო მადლობის და გამხნევების კომენტარები კეთდებოდა, რისთვისაც ყველას გვინდა მადლობა გადავუხადოთ. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქინგსჰოლმზე შეკრებილ ქომაგებს, რომელთა შეძახილები მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდათ ბიჭებს.

    პირველ ტაიმში თანაბარ ბრძოლაში

    მატჩი 19:45 საათზე დაიწყო. ვინც ტელელევიზორით უყურებდა შეხვედრას, ალბათ არასდროს დაავიწყდებათ ის ემოცია და შემართება, რომელიც მატჩის წინ ბორჯღალოსნების გასახდელის კადრების ჩვენებისას ნახეს. დებიუტში ორივე გუნდმა შეტევებით დაიწყეს, მაგრამ ანგარიში არგენტინელებმა გახსნეს, მას შემდეგ რაც შეტევისას ჩვენი 22-დან სანჩესმა არეკნი გაიტანა 3:0.

    ეპიზოდიდან 4 წუთი იყო გასული, როდესაც არგენტინელებმა შეტევის მარჯვენა ფრთაზე გაშლა შეძლეს და მეტობა შექმნეს, რასაც თომას ლავანინის ლელო მოყვა. სანჩესის გარდასახვა არაზუსტი იყო 8:0.

    დაახლოებით 7 წუთში ანგარი 5 ქულით შევამცირეთ. ბორჯღალოსნების შეტევისას მერაბ კვირიკაშილმა აბრაგანი დაჰკიდა, მიყოლისას იგი ორმა არგენტინელმა დაბლოკა. ჯარიმა თავად კვირიკაშვილმა, დაახლოებით 23 მეტრიდან ზუსტად შეასრულა 8:3.

    მალევე ცენტრის ხაზთან კვლავ არგენტინელები დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილს სხვაობის შემცირების კიდევ ერთი შანსი მიეცა. შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა 8:6.

    "პუმებმა" სხვაობა სანჩესის ზუსტი დარტყმით მალევე აღადგინეს, მას შემდეგ რაც ჩვენს 22-ში მაღალი ბოჭვისთვის დავჯარიმდით 11:6.
    ამის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მეტად ჩვენ ვუტევდით. ამ პერიოდში, ისევე, როგორც მთლიანად პირველ ტაიმში აღსანიშნავი იყო ჩვენი შერკინების გარჯა. ვიდრე მატჩის 32-ე წუთზე ჯარიმას გავიტანდით, ჯერ იყო და მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ. ლაშა მალაღურაძემ აქედან მეტოქის მოედნისკენ აუტში დაჰკრა. ეს ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ მეტოქის მოედანში მალევე დავკიდეთ, იმათაც დაგვიბრუნეს და კვირიკაშვილმა ალალზე დაიჭირა. 22-დან აუტში დარტყმული არგენტინელებმა მოაწოდეს და შეტევა მარჯვნივ განავითარეს, მაგრამ ბურთი კიდის ხაზს იქით გადაუვარდათ.

    ბრეგვაძემ მოაწოდა დერეფანი. გიორგი ნემსაძემ მოიგო, მაგრამ მეტოქის მხტომელმა მისი ჰაერში ბოჭვა სცადა რასაც ჯარიმა მოყვა. კვირიკაშვილმა უკვე არგენტინელთა მოედნის კარგა სიღრმეში გადაიტანა აუტში. კვლავ მოვიგეთ დერეფანი და რამდენიმე ფაზაც ავკინძეთ. ამ დროს პუმები დაცვაში დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა ფაქტიურად ზედ 22-ის ხაზიდან ზუსტად შეასრულა დარტყმა 11:9.

    არგენტინელებმა მალევე შემოგვიბრუნეს. რამდენიმე ფაზიანი შეტევაც ააწყეს. ამ დროს სანჩესმა შეძლო გაჭრა და ლამის ჩვენ 22-მდე მივიდა, რა დროსაც იგი კვირიკაშვილმა შებოჭა. შეტევა მეტოქემ ფაზებით გააგრძელა და თან მარცხნივ ბურთის ფრთაზე გატანასაც ცდილობდა. ამ დროს მსაჯმა მათკენ გაიშვირა ხელი რაც ჯარიმის უპირატესობას ანიჭებდათ. ბურთი წინ გაუვარდათ, მაგრამ ხეირის გამო ჯარიმის შესრულების უფლება მიეცათ, რომელიც კვლავ სანჩესმა შეასრულა 14:9.

    ტაიმის დასრულებმადე, მეტოქის ლელომდე 20 მეტრით აქეთ, რაქიდან ბურთი 10 ნომერზე გამოვიტანეთ. მალაღურაძემ დაკრა არეკნი, მაგრამ ზუსტი ვერ გამოდგა. ამას მალევე ჩვენი შეტევის კასკადი მოყვა. საკმაოდ სწრაფად ფაზებსაც ვკინძავდით და დარტყმებსაც ვახორციელებდით. კაჭარავა, შარიქაძე, გორგოძე, ზირაქაშვილი და მიქაუტაძე დარტყმებით იგებდნენ მანძილს. რიგ მომენტებში კვირიკაშვილმა, აფციაურმა და მჭედლიძემ კიდევ უფრო წინ წაწევა მაოხერხეს, მაგრამ მალევე მარცხენა ფრთაზე, მეტოქის ლელოსთან უფრო ახლოს წინ პასი გმოგვივიდა და ჯეი პი დოილმა ტაიმი დაასრულა.

    მეორე ნახევარში

    თამაშის განახლებიდან 3 წუთი იყო გასული. არგენტინელები გამალებით გვიტევდნენ მას შემდეგ რაც ჩვენი ნახევრიდან ფეხით გავიტანეთ ბურთი. ამ დროს სანჩესმა მოახერხა ხაზის გაჭრა და მისი გაჩერება ლამის ლელოს ხასთან მოვახერხეთ. შეიქმნა რაქი. ამ დროს გაისმა მსაჯის სასტვენი და ჯეიპი დოელმა მამუკა გორგოძისკენ გაიშურა. რაქში ბურთის შეყოვნების გამო მას ყვითელი ბარათი უჩვენა. მატჩში გარდატეხის შეტანა არგენტინელებმა ამის შემდეგ შეძლეს. კაც ნაკლულზე შეტევების მოგერიება ბევრად გაძნელდა.

    "პუმებმა" ჩვენ 5 მეტრიანთან, რომ იხეირეს, ბურთი აუტში მოისროლეს. მოგებული დერეფნიდან ხან მოლით, ხანაც ფაზებით გვიტიეს, მაგრამ ცოტახანი გავუძელით. ერთ-ერთი მიძალების შემდეგ ლავანინიმ შეძლო ლელოს ხაზის გადაკვეთა, მაგრამ დამიწებაში ვიტო კოლელიშვილმა შეუშალა ხელი. მსაჯმა ეს მომენტი ვიდეო არბიტრთან გადაამოწმა და ლელოც არ ჩათვალა. დაინიშნა შერკინება ჩვენ 5 მეტრიანთან. პუმები სრული შერკინებით 7 ბორჯღალოსანს მიაწვნენ. რვამ ცხრას ამოუგდო და ტომას კუველმა დაამიწა. გარდასახვისას სანჩესი კვლავ ზუსტი იყო 21:9.

    ძალიან გაძნელდა თავის დაცვა და არგენტინელებმაც რიცხვობრივი უპირატესობით შეძლეს კიდევ ორი ლელოს დადება და ბონუსის გაფორმება 35:9. ჩვენ ბიჭებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ანგარიშის სხვაობის მიუხედავად ცდილლობდნენ შეტევების განვითარებას. ჯერ იყო აფციაურმა ურქინა ერთი ორჯერ. მერედა შეცვლაზე შემოსულმა ლევან დათუნაშვილმა კარგა გვარიანად მოიგო შებოჭილმა მეტრები. ამას ოფლოუდების კასკადი მოყვა ჯერ მჭედლიძესგან, რომელმაც მამუკაშვილს ამოუგდო, მერე კი მალაღურაძე-შარიქაძესგან. შეტევა მარცხნივ ვითარდებოდა. ამ დროს მალაღურაძემ ფრთაზე მურაზ გიორგაძეს შეუცურა და ლელო გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ბურთი უხეიროდ ავარდა და კიდის ხაზი გადაკვეთა. ცოტახანში კვლავ შევუტიეთ და ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ხაზთან ბურთი დავკარგეთ. მანამდე ხეირი გვქონდა და მსაჯმაც ჯარიმა დაგვიბრუნა. დარტყმის ნაცვლად შერკინება ვარჩიეთ, თუმცა დავჯარიმდით. აქედან არგენტინელებმა ჯერ გადაიტანეს კარგა შორს ჩვენი მოედნისკენ აუტში, მოიგეს, შემოგვიტიეს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე კარგად შევაჩერეთ, მაინც მოახერხეს მატჩში მეხუთე ლელოს დადება.

    თამაშის ბოლომდე სამწუხაროდ კიდევ ორი ლელო მივიღეთ, მაგრამ თამაში და ბრძოლა ბორჯღალოსნებს საფინალო სასტვენამდე არ შეუჩერებიათ. ეგ კი არა, გაწითლებულ დროზე 9 ფაზაც ავკინძეთ, მაგრამ უკვე ძალა გამოცლილზე ბურთი დავკარგეთ. არგენტინელებმა შორს დაკიდეს; ბურთი ლელოს უკანა ხაზს გადასცდა და თამაშიც დასრულდა 54:9.

    ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე პირველი მოგებული მატჩის შემდეგ, მეორე შეხვედრა დავთმეთ პუმებთან. წინ კიდევ ორი შეხვედრა და 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი დასახული მიზანია - ჯგუფში ორი მატჩის მოგება, რის შედეგადაც ეტაპის დასრულებისას მესამე ადგილს დავიკავებით შესაბამისად 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლებას ავტომატურად მოვიპოვება. შემდეგი მატჩი ჩვენ ნაკრებს არგენტინაზე უფრო ძლიერ, მსოფლიოში დღეს-დღეისობით საუკეთესო ნაკრებთან და ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ახალ ზელანდიასთან უწევს. მატჩი ‘ოლ ბლექსსა’ და ბორჯღალოსნებს შორის 2 ოქტომბერს უელსში, კარდიფის ‘მილენიუმ სთედიუმზე’ გაიმართება. მეოთხე რკენა კი ჩვენ გუნდს 7 ოქტომბერს, ექსეთერში "სენდი პარკზე" ნამიბიასთან მოუწევს.

    ორი ტურის შედეგად C ჯგუფში წყვილი მოგებით ახალი ზელანდია ლიდერობს. თითო-თითო მოგებით მეორესა და მესამეს შესაბამისად არგენტინა და საქართველო ვინაწილებთ. მეოთხეზე ტონგაა, ხოლო მეხუთე ადგილს ნამიბია იკავებს.

    დღესვე განახლდა ბოჭვების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ტასზე ახალი ლიდერია: ვიქტორ კოლელიშვილი. მან ორი მატჩის ჯამში 35 ბოჭვა განახორციელა. მეორეზე 33 ბოჭვით მამუკა გორგოძეა, 29 ბოჭვით მესამე პოზიციაზე მერაბ შარიქაძეა, ხოლო მეოთხეზე გიორგი ნემსაძე, რომელმაც 28-ჯერ შემოჭა მეტოქე.

    [მატჩის მიმოხილვა]




    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        26-09-2015, 21:59
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ