რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    შერმადინის MVP-ის ტიტული და ერთი ნაბიჯი "ბარსელონას" დამარცხებამდე

    გიორგი შერმადინმა ახალ ესპანურ გუნდში პირველი მატჩები ჩაატარა და ანდორას ხელმძღვანელობას დაუმტკიცა, რომ მისი აყვანით არჩევანში არ შემცდარან. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა წინასასეზონო მოსამზადებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ორივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა.

    მეტოქეებს არ იკითხავთ? შერმადინს თავდაპირველად "ხუვენტუდის" წინააღმდეგ მოუწია თამაშმა და ის მატჩში საუკეთესო შედეგიანობით გამოირჩა, ხოლო შემდეგ "ბარსელონას" დაუპირისპირდა და თავი არც აქ შეურცხვენია. მის გუნდს კი კატალონიური გრანდის დამარცხებამდე სულ მცირეოდენი დააკლდა.

    "ბარსელონამ" კატალონიის თასს უმასპინძლა, სადაც თავი ოთხმა გუნდმა - მასპინძელმა "ბარსელონამ", "მანრესამ", "ხუვენტუდმა" და შერმადინის "ანდორამ: მოიყარეს. ნახევარფინალში ანდორელებს მეტოქედ "ხუვენტუდი" ერგოთ, რომელიც 11 ქულით - 78:67 დაამარცხეს.

    მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი შერმადინი, რომელიც ანდორელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამ მაჩვენებლებით ქართველ ცენტრს არც საკუთარ და არც მეტოქე გუნდში ბადალი არ ჰყოლია.

    ფინალში გასული "ანდორა" კატალონიის სათასო მატჩში მასპინძელ "ბარსელონას" შეხვდა, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ მატჩში მანრესას 78:65 სძლია. მატჩი ანდორელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის უმეტეს ხანს მათივე ლიდერობით მიმდინარეობდა.

    შერმადინი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 20:43 წუთი გაატარა. გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 10 ქულა დააგროვა და ამას 7 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანდორელები 13 ქულით იგებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბარსელონელებმა საკუთარ კედლებში დამარცხება არ დაუსვეს - მეოთხე პერიოდი 28:12 მოიგეს და კატალონიის თასსაც დაეპატრონნენ. საბოლოოდ "ბარსამ" 68:65 იძალა.

    ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ბარსელონელი პაუ რიბასი დასახელდა, რომელმაც 29 წუთში 26 ქულა მიითვალა (6-დან 6 სამქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო და 4-დან 2 სამიანი). ესპანეთის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს იწყება. ანდორელები პირველ ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებენ, თუმცა მანამდე არაერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        28-09-2015, 13:46
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ