image

ლა ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს (მიმოხილვა)

ესპანეთის ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. კატალონიის "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "რაიო" მიიღო და 6-1 გაანადგურა. მატჩი ანგარიში მე-5 წუთზე გუნდის ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა გახსნა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 3 წუთში ხერარდ პიკემ "ბარსას" უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ, გუნდის არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ჰეთთრიქი შეასრულა (56',63',68').

მატჩში საბოლოო ანგარიში ლუის სუარესმა 91-ე წუთზე დააფიქსირა. კატალონიელები 26 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილზე არიან და ერთი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ მადრიდის "რეალს".

  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        8-03-2015, 17:07

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ