რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბი 2015. "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან

    2 დღეში, 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "მილენიუმ სთედიუმზე", ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

    ამ მატჩისთვის მზადებას გუნდი მას შემდეგ შეუდგა, რაც პარასკევს ნიუპორტში, კარდიფთან ახლოს დაბინავდა. ბიჭებმა პიველი ორი დღე აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს, გუშინწინ კი პლანეტის ყველაზე ძლიერი გუნდის დასაპირისპირებლად პირველი ვარჯიში გამართეს.

    დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:

    "ახალი ზელანდიის ნაკრებთან სათამაშოდ მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. კარგია, რომ ტრავმები არ გვაქვს და ყველა მწყობრშია. ცხადია, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა. ყველა მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან ასპარეზობა მოუწევს. ვფიქრობ, კარგი სანახავი მატჩი იქნება. ახალ ზელანდიას ბურთი თუ დაუთმე, კარგს ვერაფერს მიიღებ. ამიტომ ვეცდებით, ხელდახელ ბურთაობით შევუტიოთ".

    გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:

    "მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ზელანდიის ნაკრები არის 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. აი, ასეთ გუნდთან გვიწევს თამაში. ჩვენი ნაკრების შანსზე რა უნდა ვთქვა. გავალთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, მატჩი ისეთი შედეგით არ დამთავრდება, რომ გული დაგვწყდეს".

    რას ელოდება ამ მატჩისგან ახალზელანდიელი სემ ქეინი:

    "მოლოდინები გუნდში ინდივიდუალურია. ზოგიერთი ძალიან თავდაჯერებულია, ზოგმა კი იცის რომ ამ მატჩში დიდი ძალის დახარჯვა მოუწევს, ასე, რომ ამ თამაშზე ბევრს ვფიქრობთ. პირადად მე ოპონენტის თამაშს თვალს ვადევნებ, რადგანაც არსებობს ისეთი საკითხები, რაც მათ შესახებ უნდა ვიცოდე. ვფიქრობ, ისინი ძალიან ეცდებიან თავის წარმოჩენას. ბორჯღალოსნებს საკმაოდ ძლიერი და უხეში მორკინალები ჰყავთ. უყვართ მოლი, შერკინება და "აიღე და მიეძალე" სტილის თამაში, ასე, რომ მათგან ძლიერ შეტევას ველი".

    ახალი შემადგენლობით "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ


    რაგბი 2015. "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან


    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        30-09-2015, 19:35
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ