image

"პსჟ" ფარ-ხმალს არ ყრის - მსუყე წინადადება "მანჩესტერს"

გასული ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე არგენტინელი ნახევარმცველის ანხელ დი მარიასთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტად "პარი სენ-ჟერმენი" ეცილებოდა, თუმცა მაშინ პარიზელები ვერაფერს გახდნენ და დი მარიაც პრემიერ ლიგაში წავიდა. ახლა კი ბრიტანულ პრესაში წერენ, რომ "პსჟ" ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და ფეხბურთელის შეძენას მომავალ ზაფხულშიც ეცდება.

"Daily Mail"-ის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონები მზად არიან, "წითელ ეშმაკებს" 27 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქა გადაუხადონ და თავად დი მარიას უკეთსი პიობები შეთავაზონ.

მიმდინარე სეზონში დი მარიამ "წითელი ეშმაკების" მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, 24 მატჩი ჩაატარა, საკუთარი აქტივი კი 4 გატანილი გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გაამდიდრა.
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        8-03-2015, 19:43

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ