რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მსოფლიოს გამოხმაურება "ბორჯღალოსნებს"

    მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მილენიუმზე გამართულ მატჩში 33 ქულის სხვაობით დამარცხებული მხარე საქართველო იყო, დღეს მილოცვები ბორჯღალოსნებისთვის არ წყდება. გუშინდელი მატჩით საქართველომ მსოფლიოს აღიარება მოიპოვა და ქართული რაგბის განვითარების მომავლის მხრივ ბევრი კითხვაც წარმოშვა.

    ხოსე-მარია ეპალზი (რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე): “გუშინ მილენიუმის სტადიონზე, თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ სარაგბო სამყაროს ქართული რაგბის მაღალი ხარისხი და ქართველების დიდი გული. გილოცავთ! გუშინ ბორჯღალოსნებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს. თქვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინეთ. ახლა ისღა დაგრჩათ ნამიბიას უკანასკნელ მატჩში აჯობოთ და იაპონიის მსოფლიო თასისთვის კვალიფიკაცია მოიპოვოთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა გუშინდელი ემოციებისთვის.”

    ჯეისონ ლეონარდი (ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ამ მატჩზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართველებმა არაჩვეულებრივი თამაში გვაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში დამარცხდნენ, ეს მათი მორალური გამარჯვება იყო. “

    მორგან ბაქლი (მსოფლიო რაგბის განვითარების მენეჯერი): “გილოცავთ კიდევ ერთ ღირსეულ გამოსვლას მიმდინარე მსოფლიო თასზე – გილოცავთ მთელს ნაკრებს და მენეჯმენტს. თქვენ გუშინ დიდი პატივისცემა დაიმსახურეთ მთელი მსოფლიოსგან. წარმატებებს გისურვებთ მორიგ მატჩში. “


    ახალი ზელანდია
    სტივ აბრამოვიჩი:
    “ძალიან მაგრად ითამაშეთ. უდიდესი ძალისხმევა იყო, ულამაზესი ლელო და დამსახურებული მატჩის საუკეთესო მოთამაშის ნომინაცია. მთელი ახალი ზელანდია ტაშს გიკრავთ. იმედი მაქვს ძალიან მალე ისევ შედგება თქვენი შეხვედრა ოლ ბლექსთან.”

    საფრანგეთი
    ივ კალვი:
    “ვულოცავ ბორჯღალოსნებს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ შესანიშნავ თამაშს. თქვენ მოახერხეთ მათი დაბნევა თამაშის ყველა კომპონენტში. ძალიან ლამაზი და სანახაობრივი მატჩი იყო, მიუხედავად ანგარიშისა. დიდ პატივს ვცემ ყველა ბორჯღალოსანს. წარმატებები მომავალ თამაშზე.”

    ინგლისი
    ქრის მაქტაიჰი:
    “ოლ ბლექსის წინააღმდეგ თქვენი თამაშით გაოცებული ვარ. გუშინდელი მატჩის შემდეგ ინგლისში ბევრი ემხრობა იმ აზრს, რომ თქვენ ‘6 ერში’ უნდა იყოთ.”

    უელსი
    დექს სტიუარდი:
    მილოცვა უელსელებისგან - არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ტაბლოზე ასახული ანგარიში არაფერ შუაშია, როცა ქართველებმა საკუთარი ქვეყანა ასე ამაყად წარმოადგინეს.”

    სტივ ვინთლი: “მე ბორჯღალოსნებით ამაყი უელსელი ვარ. გილოცავთ ამ ულამაზეს გამოსვლას. არცერთი გუნდის წინაშე არ მინახავს ახალი ზელანდია მოედანზე ასეთი დაბნეული. თითოეულმა ბორჯღალოსანმა დიდი სულისკვეთებით ითამაშა. დიდი მადლობა თქვენგან მონიჭებული ემოციებისთვის და ასეთი ხარისხიანი თამაშისთვის. მჯერა თქვენი მომავალი პროგრესის. თქვენ ყველამ ძალიან უნდა იამაყოთ ამ მსოფლიო თასზე მიღწეული ამხელა წარმატებით, განსაკუთრებით კი გუშინდელი მატჩით.”

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        4-10-2015, 20:29
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ