რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    შენგელიას 13 და 10 ქულა მოსკოვურ სპარინგ-მატჩებში

    თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მონაწილეობა მიიღო წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც რუსეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირში სამონაწილეოდ მოსკოვში თავი მოიყარეს ყაზანის "უნიკსმა", ბერძნულმა "პანათინაიკოსმა", ესპანურმა "ლაბორალ კუჩამ" და რა თქმა უნდა, მასპინძელმა "ცსკა"-მ.

    კენჭისყრამ შენგელიას გუნდს არ გაუმართლა. ნახევარფინალში მეტოქედ მასპიძელი "ცსკა" ერგო. არმიელებმა ესპანურ გუნდს იოლად - 102:74 მოუგეს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტ ხანს - 27:19 წუთს ითამაშა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შენგელიას 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოუგროვდა.

    ვიტორიულ კლუბში 13-13 ქულა ჰქონდათ მაიკ ჯეიმსს და ალბერტო კორბახოს. რაც შეეხებათ არმიელებს, "ცსკა"-ში 17-17 ქულით ნანდო დე კოლო და კორი ჰიგინსი გამოირჩნენ. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ათენის "პანათინაიკოსმა" "უნიკსს" სძლია და შენგელიას გუნდს მე-3 ადგილისთვის მატჩის მეტოქედ ყაზანური გუნდი ერგო.

    მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიულ გუნდში კაპიტანი 23 წლის შენგელია იყო. თორნიკემ მოედანზე 24 წუთი გაატარა და თავი 10 ქულას, 4 მოხსნას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ესპანურ გუნდში 30 ქულით საუკეთესო იყო დარიუს ადამსი.

    მომდევნო მატჩს "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატში გამართავს. პირველ ტურში, 11 ოქტომბერს ვიტორიული გუნდი სტუმრად ესტუდიანტესს შეხვდება.

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        6-10-2015, 12:25
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ