რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მილტონ ჰეიგი: "საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"

    ექსეტერი, 5 ოქტომბერი - პარასკევს ოლ ბლექსთან გამართული მატჩი ქართველების საუკეთესო წარმოდგენა თუ იყო, ნამიბიასთან სარკენი მსოფლიო თასის უკანასკნელი მატჩი მართლაც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება ქართული რაგბის ისტორიაში.

    მილტონ ჰეიგი გუნდსა და გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ რას ნიშნავს ეს მატჩი აღმოსავლეთ ევროპისთვის.

    "ახალ ზელანდიასთან ქართველების დიდი გულის ჩვენებით ბევრი გულშემატკივარი მოვიპოვეთ. მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს არაჩვეულებრივი მიღწევა არაფრად აღარ ჩაითვლება, თუ ოთხშაბათს ჩვენს საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ. ამდენი ხნის თავდაუზოგავი მუშაობა, ვარჯიში, დაღვრილი სისხლი თუ ოფლი, რაც ამ ბიჭებმა გასული 4 თვის მანძლზე გააკეთეს ფასს დაკარგავს, თუ ოთხშაბათს ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ".

    "უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს ისტორიის შექმნა იყო, მთელი ჩემი ფიქრები და ენერგია ამ მიზნისთვის იხარჯებოდა. ასე, რომ ეს უკანასკნელი მატჩი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

    "ოლ ბლექსთან" ვეტერანების დასვენების შემდეგ - მერაბ კვირიკაშვილს, გიორგი ნემსაძესა და დავით ზირაქაშვილს ალბათ ამ მატჩის სასტარტო 15-ეულში ისევ ვიხილავთ, რადგან ჰეიგის განცხადებით ეს უკანასკნელი შემადგენლობაც შეუცვლელი XV-ი იქნება.

    მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩები მთლიანად დაცვაზე იყო ორიენტირებული, ჰეიგის თქმით უკანასკნელი მატჩში სრულიად სხვა რაგბს ვიხილავთ, რომელიც აუცილებლად თავდასხმითი ხასიათის იქნება.

    "ნამიბია, ვფიქრობ, უფრო მეტ შესატევ შესაძებლობას მოგვცემს ვიდრე წინა სამმა ოპონენტმა. გვინდა, რომ ამჯერად საუკეთესო რაგბი ვაჩვენოთ მსოფლიოს და არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ შეტევის უნარ-ჩევებიც კარგად გამოვამჟღავნოთ. მისი მოლოდინი მხოლოდ ბორჯღალოსნების კარგ თამაშს არ ეყრდნობა, მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ნამიბიაც საკმაოდ პრეგრესული გუნდია, რომელმა ბოლო 6 თვის განმავლობაში ფილ დევისის (ნამიბიის მთავარი მწვრთნელი) დახმარებით საკმაოდ კარგ დონეს მიაღწია.

    "რაც შეეხება მათ კაპიტანს ბერგერს, ის გუნდის აბსოლიტური ლიდერია. მათ ყავთ ასევე ძალიან კარგი 8 ნომერი, რომელიც საკმაოდ კარგი საბრძოლო უნარ-ჩვევეიბით გამოირჩევა და ჩვენთვის ერთგვარ საფრთხესაც წარმოადგენს. მათი პატარა ორი ნომერი კი რაკეტასავითაა, უკანა ხაზიც საკმაოდ კარგი ყავთ".

    "ნამიბიას უყვარს ბურთის გამოყენება და კონტრშეტევები. თუ ისინი შესაძებლობას დაინახავენ ბურთს ნებისმიერ მხარეს წაიღებენ. ასე, რომ დაცვაში თითისწვერებზე უნდა ვიაროთ. მათი მოლის სტრუქტურაც შესანიშნავია".

    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        6-10-2015, 12:38
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ