რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    საქართველო 17:16 ნამიბია - მიზანი შესრულდა!

    "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს - 17:16.

    მატჩის პირველ ნახევარში მეტოქის ბინძური თამაშის შედეგად ტაიმი 50 წუთს გაგრძელდა და აფრიკელებმა 6:0 მოიგეს. დამატებულ წუთებზე ნამიბიელთა ორი ბურჯი სინბინით დაისაჯა, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა და მეორე ნახევარი მათ 13 კაცით დაიწყეს.

    თამაში რომ განახლდა, მამუკა გორგოძემ მეტოქის დაცვა გატეხა და დაამიწა, რასაც მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა მოყვა. მალევე ქართველთა კარგი იერიში - გიორგი თხილაიშვილის საუცხოო თამაში - ლაშა მალაღურაძემ მეორე ლელოდ აქცია, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვას ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა და 17:6 დავწინაურდით.

    დასკვნითმა წუთებმა ნამიბიელთა აქტიურობით ჩაიარა. მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე ლელო გაიტანეს და გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს - 17:16.

    ეს მატჩის საბოლოო ანგარიშია და მიუხედავად "ბორჯღალოსნების" მცირე სხვაობით გამარჯვებისა, ბიჭებმა მიზნის მიღწევა შეძლეს – 2015 წლის მსოფლიო თასზე დაგეგმილი 2 მატჩი მოიგეს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილზე გადავიდნენ, ხვალინდელი ტონგა - ახალი ზელანდიის მატჩის შედეგით ამ მდგომარეობას მოლოდინისამებრ შეინარჩუნებენ და 2019 წლის მსოფლიო თასზე სასპარეზოდ ხვალვე, შეურჩევლად დაიშვებიან.

    საქართველო 17:16 ნამიბია
    საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 75), 14. თამაზ მჭედლიძე (22. გიორგი აფციაური 43), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 65); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 35), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 57), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 57), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 41), 8. მამუკა გორგოძე.
    არ შესულა: 18. ანტონ ფეიქრიშვილი.

    ლელო (2): გორგოძე, მალაღურაძე
    გარდასახვა (2): კვირიკაშვილი
    ჯარიმა (1): კვირიკაშვილი
    სინბინი (1): ბრეგვაძე

    ნამიბია: 15. კრეისანდერ ბოთა, 14. დევიდ ფილანდერი, 13. დანი ფან ვეიკი, 12. დარილ დე ლა ჰარპი, 11. რასელ ფან ვეიკი, 10. თიენის კოცე, 9. იუჯინ იანკისი; 1. ჯონი რედლინჰეისი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. რაულ ლარსონი, 4. პიჯეი ფან ლილი, 5. ჩიუე უანივი, 6. ჟაკ ბერგერი (კაპ.), 7. ტინუს დიუ პლესი, 8. რენალდო ბოთმა.
    სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. იაკო ენხელსი, 18. იოჰანეს კუცია, 19. ვიან კონრადი, 20. როან კიცჰოფი; 21. იოჰან ტრომპი, 22. დამიან სთივენსი, 23. ჰაინრიხ სმიტი.

    ლელო (1): კოცე
    გარდასახვა (1): კოცე
    ჯარიმა (3): კოცე
    სინბინი (3): ლარსონი, კუცია, ბოთმა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        8-10-2015, 11:30
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ