image

ქართველ მოჭიდავეთა წარმატება ბელარუსსა და უნგრეთში

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დასრულებული ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 მედალი, უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გამართულ უნგრეთის გრან-პრიზე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს.

უფრო შედეგიანად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ, ტურნირის ჩემპიონის ტიტულს მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი (125 კგ) დაეუფლა, ვერცხლის მედალი აიღო იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ომარ გუსოშვილი (97 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და გიორგი საკანდელიძე (125 კგ).

დავით მოძმანაშვილმა შეჯიბრება მონღოლი ჩულუმბუტის ძლევით გახსნა. მეოთხედფინალში თანაგუნდელი საკანდელიძე 2:1 დაამარცხა. ფინალის საგზური კი რუსეთის ნაკრების წევრ არსლანბეკ ალიევის ძლევით მოიპოვა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა უკრაინის ნაკრების წევრს - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალენ ზასეევს საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე შესრულებული ეფექტური ორქულიანით აჯობა - 4:2.

უნგრეთის გრან-პრიზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ყველაზე შედეგიანად გიორგი ცირეკიძემ (80 კგ) იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა ფინალამდე უნგრელი უბრანკოვიჩი 9-1, ირანელი ალი ზირატინეფანი 3-2, ეგვიპტელი ტარეკ მოჰამედი 4-3 და ამერიკელი ჯოსეფ პატრიკი 4-4 დაამარცხა, ფინალში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა მასპინძელ პიტერ პასკისთან 0-2.

ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ რევაზ ლაშხი (66 კგ) და მათე სოფაძე (85 კგ).

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        9-03-2015, 13:15

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ