რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაზა-ქართველთა საამაყო კაპიტანი!

    საქართველოს ისტორიას მრავალი სახელოვანი და საამაყო სპორტსმენი ახსოვს. სასიხარულოა, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ბედნიერება, ვუყუროთ ჩვენი ბიჭების წარმატებას (არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ სპორტს მისდევენ). სპორტის სათამაშო სახეობებში, მრავლად გვყავს სახელოვანი ადამიანები, ხალხი, ვინც საქართველოსა და ქართულ სპორტს რაიმე ღირებული შესძინა და დღესაც ცდილობს ამის გაკეთებას. მოდით ვისაუბროთ ერთ-ერთ მათგანზე:

    ეს კაცი ზაზა ფაჩულიაა. მისით ყველა ამაყობს, ყველა ვინც იცის, თუ რას წარმოადგენს ზაზა ფაჩულია, საკალათბურთო დარბაზში და მის გარეთ! ქართველი ცენტრი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება. ჩვენი "დიდი ბიჭი" თავის საქმეს ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს. ეს უდავოდ ასეა! შეუძლებელია ცუდი მოთამაშე ამდენი ხნის განმავლობაში იცავდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრესტიჟულ გუნდთა ღირსებას. ფაჩულია დიდი მოთამაშე და კიდევ უფრო დიდი ადამიანია.

    ჩვენებური ცენტრი 1984 წლის 10 თებერვალს, თბილისში დაიბადა. მისი დედა, მარინე კოდუა კალათბურთს პროფესიულ დონეზე თამაშობდა. ბიჭში დედის გენებმა იმძლავრა - მან თამაში ცხრა წლის ასაკში, საკალათბურთო კლუბ "მართვეში" დაიწყო. 13 წლის ასაკში ზაზა უკვე 204 სმ სიმაღლის იყო. მაგრამ მარტო სიმაღლე არაფერ შუაშია, ზაზა ძალიან ნიჭიერი და ძალიან მშრომელი ახალგაზრდა გახლდათ. შედეგმაც არ დააყოვნა და ის 14 წლის ასაკში თურქეთში გაემგზავრა, დედასთან ერთად, სადაც ჩაირიცხა სტამბოლურ კლუბ "უკლერსპორში". თურქულ პროფესიონალურ გუნდში მან ოთხი წელი გაატარა. ამ ოთხი წლის შემდეგ იწყება უფრო დიდი რამ... ზაზა მეტს იმსახურებს, ის თურქეთზე მაგარ ქვეყანაში მიდის, "ულკერსპორზე" ბევრად უკეთეს გუნდში სათამაშოდ!

    ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან ასპარეზობს. მისი პირველი გუნდია "ორლანდო მეჯიქი". ფლორიდულმა კლუბმა, ქართველი მაღალი დრაფტის II რაუნდში, 42-ე შერჩევით აიყვანა. პირველი სეზონი ზაზამ ორლანდოში დახურა. 2004 წელს კი ვისკონსინში გადაბარგდა და იქაურ "მილუოკი ბაქსს" შეუერთდა. "Double Z" აქაც ერთ სეზონს ატარებს და შემდეგ იწყება მისი კარიერის საუკეთესო წლები! "ატლანტა ჰოუქსში" ზაზა დაღვინებული ჩავიდა, მისი თამაშის ხარისხი ერთიორად გაუმჯობესებული იყო. იგი "ატლანტაში" სასტარტო ცენტრია, მწვრთნელი ვუდსონი მას ძირითადში აყენებს! "ქორებში" ზაზამ ყველა კომპონენტში მოუმატა. დაიწყო ყველა შეხვედრა პირველივე სეზონში (78), საშუალოდ მატჩში თამაშობდა 31.4 წუთს და აგროვებდა: 11.7 ქულას, 7.9 მოხსნასა და 1.7 შედეგიან გადაცემას. პირველ სეზონში ზაზამ კარგად იასპარეზა და მწვრთნელის სრული ნდობა მოიპოვა.

    ზაზა-ქართველთა საამაყო კაპიტანი!

    ჩვენი "ბიგმენისა" და "ქორების" თანაარსებობა 8 წელიწადს გაგრძელდა, ზაზა ატლანტაში შეიყვარეს... რატომაც არა? განა ბევრ ადამიანს შეუძლია არ შეეპუოს კევინ გარნეტს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჩვენ გვყავს ასეთი ბიჭი, დიახ, გვყავს! ზაზას არავისი ეშინია, "კეი ჯი" ლეგენდაა, მაგრამ ჩვენმა ლეგენდამ მას არაფერი დაუთმო. ამის შემხედვარე ატლანტელები, რა თქმა უნდა, გულგრილნი არ დარჩენილან თავიანთი ცენტრის მიმართ, ზაზა "ორივე ჯორჯიაში" უყვართ...

    2013 წელს იგი ბრუნდება მილუოკის "ხარირმებში". ფაჩულია დღესაც იქ არის და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. აი, რა უბრალო ჭეშმარიტება თქვა "ბაქსის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ჯეისონ კიდმა: "ზაზა ფაჩულია მაგარი კაცია!" მოდი და არ დაეთანხმო ახლა ამ კაცს... ჩვენი მაგარი კაცი ფორმაშია, მას მხოლოდ NBA არ აღელვებს, მას ზაფხულში დიდი და მნიშვნელოვანი შეხვედრები ელოდება...

    ზაზა-ქართველთა საამაყო კაპიტანი!

    ზაზას მხოლოდ NBA არ აინტერესებს, ეს ჭეშმარიტად ასეა! მისი კალათბურთი უფრო დიდ საქმეს ემსახურება. რა შეიძლება იყოს მსოფლიოს 30 საუკეთესო კლუბიდან ერთ-ერთში ასპარეზობაზე უფრო მნიშვნელოვანი? მხოლოდ ერთი რამ: თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, ასპარეზობა საქართველოს სახელით, მისი ღირსების დასაცავად! და ზაზამ ეს იცის... მეეჭვება არსებობდეს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჯანმრთელი ფაჩულია ნაკრებისთვის არ გარჯილა, არ უკადრია ნაკრებში ჩამოსვლა, ამის თქმა მხოლოდ უღირს ადამიანს შეუძლია... "Double Z" იმაზე დიდი ადამიანია, ვიდრე კალათბურთელი. რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ადამანს სანაკრებო დონეზე მაშინ, როცა აშშ-ში ის მილიონებს იღებს?! რა თქმა უნდა, მატერიალურად არანაირი. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი ამ დროს თავის ხალხს ეხმარება.

    ეს პატრიოტიზმია, თამამად ვამბობ! პატრიოტიზმია, შეგეძლოს საკუთარი ქვეყნისათვის დაუზარელად ჩამოსვლა და მოედანზე ყველაფრის დადება იმისათვის, რომ შენმა სამშობლომ იხეიროს. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იფიქროს, რომ სპორტსმენის ვალია ასეთ დროს ნაკრების დახმარება, მაგრამ აი რას გეტყვით: გასული წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე(!) არ იასპარეზა ფრანგმა ცენტრმა, ჯოაკიმ ნოამ, მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა. მაშინ მითხარით მეგობრებო, ნუთუ ზაზა არ დაიღალა? რა თქმა უნდა, დაიღალა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა და შესარჩევ ციკლში თანამოძმეებს დაეხმარა. სწორედ ამიტომ არის დასაფასებელი ადამიანი ზაზა ფაჩულია, სწორედ ამიტომ უყვარს ის ქართველ ხალხს! უფალმა შეაძლებინოს ჩვენი ნაკრების საამაყო კაპიტანს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დაიცვას ჩვენი საკალათბურთო ღირსება. მე მეამაყება, რომ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ასეთი ადამიანი კაპიტნობს, გულიანი და ჯიგრიანი ქართველი პატრიოტი!
  • ავტორი: Cotne Mrevlishvili        10-03-2015, 02:01
    Image

    მსგავსი სიახლეები

    # 1
    ავტორი: Lado Ghonghadze
    ინფორმაცია
    • ჯგუფი: წევრი
    • გაწევრიანდა: 8.03.2015
    • სტატუსი: მომხმარებელი გასულია
    • სიახლეები: 43
    • კომენტარები: 5
    მაგარი კაცია ზაზა love კარგი სტატიაა ავტორ
    # 2
    ავტორი: Cotne Mrevlishvili
    ინფორმაცია
    • ჯგუფი: წევრი
    • გაწევრიანდა: 12.02.2015
    • სტატუსი: მომხმარებელი გასულია
    • სიახლეები: 10
    • კომენტარები: 1
    ციტატა: Lado Ghonghadze
    მაგარი კაცია ზაზა love კარგი სტატიაა ავტორ

    დიდი მადლობა ლადო fellow
    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ