image

მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ ჩერდება

გუშინ ჩინეთის ქალაქ შანხაიში კალენდარული წლის მორიგი მასტერსის ტურნირი დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა დაუპირისპირდნენ. მატჩი ბალკანელის გამარჯვებით 6:2, 6:4 დასრულდა.

ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო ATP-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში ეს მისი 56-ე ტიტულია. ასევე საინტერესოა, რომ 2015 წელს უკვე მეცხრე ტურნირზე იმარჯვა, აქედან 3-ჯერ დიდი სლემის გათამაშება მოიგო, ხოლო 5-ჯერ - მასტერსი. ნოვაკმა 1000 სარეიტინგო ქულასთან ერთად 798 540 დოლარიც დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში პირველი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

მომდევნო კვირიდან ჩოგბურთელები უკვე ევროპაში დაბრუნდებიან და სულ მალე პარიზის მასტერსის გათამაშებაში ჩაერთვებიან.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        19-10-2015, 00:29

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ