რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

    საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 19 წლის ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და ხუთივე ორთაბრძოლაში მეტოქე იპონით დაამარცხა.

    აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილის გარდა, ორ მედალზე მეტი არავის მოუპოვებია. 2015 წელს ბექა ღვინიაშვილმა ასევე მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, დიდებს შორის კი საქართველოს ნაკრებთან ერთად გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაო აიღო.

    ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია


    აბუ დაბიში ღვინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით სძლია კორეელ, ირანელ, პოლონელ და გერმანელ სპორტსმენებს, ფინალში კი მან ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი 43 წამში შებოჭა. ბექა ღვინიაშვილი 26 ოქტომბერს იუბილარია და 20 წლის ხდება.

    მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 25 ოქტომბრის მონაცემებით 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლის პრიზიორები თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) გახდნენ, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ (55 კგ) მოიპოვა.

    26 ოქტომბერს მედლები მძიმე წონით კატეგორიებში (100, + 100) გათამაშდება, 27 ოქტომბერს კი გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც საქართველო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.



    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        26-10-2015, 13:27
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ