რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ოქტავიან მორარიუ ექვს ერში ცვლილებებს მოითხოვს

    ქართული რაგბის ქომაგებს უკვე აღარ გვიკვირს ბრიტანული ბეჭდვითი თუ ინტერნეტ გამოცემების კვირაში რამდენიმე ახალი სტატია ექვსი ერის გაფართოებისა თუ პლეიოფების სისტემის შემოღების შესახებ. საფუძვლად საქართველოს პროგრესს და მსოფლიო თასზე კარგ თამაშს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ შემდგომი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველი დონის ქვეყნებთან თამაში, ხოლო არგუმენტად არგენტინის მაგალითი მოჰყავთ.

    მიმდინარე მსოფლიო თასის ფონზე, რაგბი ევროპის თავმჯდომარე ოქტავიან მორარიუს მეორე დონის ქვეყნების განვითარების სჯერა და კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპორტის გლობალური ზრდისთვის.

    ბორჯღალოსანთა ასპარეზობამ მსოფლიო თასზე, რომლებმაც ჯგუფში ორი მატჩის მოგებით ისტორიაში პირველად მოიპოვეს იაპონიის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება, დისკუსია წარმოშვა იმის თაობაზე, რომ პირველი დონის ქვეყნების კომერციულად მომგებიანმა შეჯიბრებებმა, ისეთი როგორი 6 ერია, შედარებით დაბალი დონის ევროპული ერებისთვისაც უნდა გახსნას კარი.

    სწორედ ამ მიზნით მორარიუ სარაგბო სამყაროს უფრო "ინტელექტუალური" დამოკიდებულებისკენ მოუწოდებს.

    "ამის განხორციელება მიმდინარე მსოფლიო თასის ერთ-ერთი უდიდესი მემკვიდრეობა იქნებოდა" - აცხადებს მორარიუ - "შევთანხმდეთ, რომ ყველამ უნდა განიცადოს პროგრესი, სწორედ ეს ის საკითხია რაზეც ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ახლა ამ საკითხის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს მონდომება მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ უკვალოდ არ ჩაივლის. ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში უნდა იდგეს და თამაში უფრო გახსნილი და კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ, მეტი მონაწილე გუნდებით".

    "მიმდინარე მსოფლიო თასსა და მომავალ ოლიმპიურ თამაშებს შორის საკმაოდ ხელსაყრელი დროა იმის განსახილველად, თუ როგორ უნდა მოიპოვოს რაგბმა უფრო მეტი ჩართულობა და გლობალურ სპორტად გადაქცევის შესაძლებლობა.

    "ისეც არ უნდა მოხდეს, რომ მეორე დონის ქვეყნები პირველი დონის ქვეყნებს ვათამაშოთ და მესამე ეშელონის ქვეყნებთან უდიდესი უფსკრული დავტოვოთ. ეს კარგად დასაგეგმი პროცესია, რომელშიც მეორე დონის ქვეყნები შედარებით დაბალი დონის ქვეყნებსაც ჩართავენ.

    "ეს ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო თასია, თუმცა ამას არ უნდა დავჯდეთ და ვიძახოთ "ეს საუცხოო და ფანტასტიური რამ იყო და შეგვიძლია აქ გავჩერდეთ", აუცილებლად უნდა წავიდეთ წინ".

    სრული ინტერვიუ იხილეთ საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე.
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        29-10-2015, 12:47
    Image

    მსგავსი სიახლეები

    # 1
    ავტორი: ubidap
    ინფორმაცია
    • ჯგუფი: სტუმარი
    • გაწევრიანდა: --
    • სტატუსი:
    • სიახლეები: 0
    • კომენტარები: 0
    Now that you oryginalne prezenty have discovered more about solar technology and exactly what it is capable of doing for you, it's vital that you start off creating a plan. You wish to reap the benefits of excellent concepts behind solar energy, and you must keep in mind suggestions you've read through in this article while you do exactly that. You are likely to be surprised!
    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ