რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით დაიწყო [ვიდეო]

    ზაზა ფაჩულიას მორიგი დიდი წარმატება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფავორიგი გუნდის სასტარტო ხუთეულში ითამაშა, ორმაგი დუბლი მიითვალა და „დალას მავერიკსს“ ფინიქსში „სანსი დაამარცხებინა.

    ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო დერონ უილიამსთან, რეიმონდ ფელტონთან, უესლი მეთიუზთან და დირკ ნოვიცკისთან ერთად და დალასმა გადაუარა ფინიქსს. ფაჩულიას გუნდმა სეზონისწინა ექვსივე საგამოფენო მატჩი წააგო და როცა აქმე საქმეზე მიდგა - ანუ რეგულარულ ჩემპიონატში პირველსავე შეხვედრაში იმარჯვა.

    გამარჯვება ისეთი დამაჯერებელი გახლდათ, რომ ფინიქსელებს, რომლებიც საკუთარ არენაზე თამაშობდნენ, წარმატების იმედიც კი არ ჰქონიათ. პირველი ნახევრის 7 ქულით მოგების შემდეგ, მესამე პერიოდში დალასელთა უპირატესობა 27 ქულაზე ავიდა, რითაც წერტილი დაესვა მასპინძლების წვალებას. არიზონელი "მზეები" დარჩენილ დროში ფაჩულიას გუნდს 14 ქულაზე ახლოს ვერ მიეახლნენ და საბოლოოდ "დალასმა" 111:95 იმარჯვა.

    ფაჩულიამ 25 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა. ერთადერთი, რაც ქართველი ცენტრის ასპარეზობას ოდნავ ჩრდილს აყენებს, თამაშიდან სროლათა დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. ზაზამ 10-დან მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა 6-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

    საერთოდ, დალასელეს საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ და ეს მათ გუნდურ თამაშშიც აისახა. 8 ტეხასელის ქულობრივი მონაგარი ორნიშნა რიცხვით გამოიხატა. ყველაზე მეტი - 18 ქულა რეიმონდ ფელტონმა მიითვალა, ხოლო 10 ქულა ფაჩულიასთან ერთად ჯეიჯეი ბარეამ, დევინ ჰარისმა და არლი ვილანუევამ მიითვალეს. დალასელთა ზორბა ცენტრი ჯავალ მაკგი განაცხადში არ ყფილა, ხოლო ამ პოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სალაჰ მეჯრიმ სიმბოლურად 2 წუთი ითამაშა, რასაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მეჯრი არის პირველი ტუნისელი, რომელსაც ოდესმე ნბა-ში უთამაშია.

    დალასელების მორიგი გაჩერება ლოს ანჯელესშია, სადაც ჩვენი დროით 31 ოქტომბრის გამთენიისას ფაჩულიას გუნდი კიდევ ერთ დასავლელ ბობოლას - "კლიპერსს" დაეჭიდება

    [მატჩის მიმოხილვა]



    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        29-10-2015, 12:55
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ