რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რაგბის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატს იაპონია უმასპინძლებს

    27 ოქტომბერს, სამშაბათს, მსოფლიო რაგბმა 2019 წელს იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური ლოგო და თარიღები გამოაქვეყნა - ტურნირი 20 სექტემბერს ტოკიოში დაიწყება და 2 ნოემბერს იოკოჰამაში დასრულდება.

    2015 წლის მსოფლიო თასი ამ შაბათს ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გასამართი მატჩით დასრულდება. აზიისკენ მიმავალ გზაზე ეს ერთგვარად მსოფლიო თასის პირველი ნაბიჯია.

    "ძალიან გვახარებს ინგლისი 2015-ის წარმატება. ვგონებ, ტურნირი ყოველმხრივ წარმატებული გამოდგა", - ბრძანა მსოფლიო თასის დირექტორმა ბრეტ გოსპერმა.

    "შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის ყველაზე სენსაციური მოვლენა იაპონიის ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობა იყო. დარწმუნებული ვარ, იაპონია-სამხრეთ აფრიკის მატჩისგან ერთ დღეს "სასწაული ყინულზე"-ს მსგავს ჰოლივუდის ფილმს გააკეთებენ. ეს მსოფლიო თასი ყველაზე დაძაბული იყო; ჩემის აზრით, იაპონიის თამაშის შემხედვარე მეორე დონის სხვა გუნდებსაც მიეცათ გული და ამიტომ იყო, რომ წელს მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე პატარა ანგარიშთა სხვაობები გვქონდა".

    მოსახსნელი რეკორდები

    "დარწმუნებული ვარ, 2019 წლის მსოფლიო თასი გარკვეულ სფეროებში რეკორდებს მოხსნის და, იმავდროულად, ბევრ ახალს მოგვიტანს. ეს სრულიად განსხვავებული ტურნირი იქნება".

    მსოფლიო თასის დირექტორმა ალან გილპინმა გვითხრა, რომ გეგმის მიხედვით, იაპონიის 12 მასპინძელ სტადიონზე მინიმუმ ორ-ორი თამაშის გამართვაა გათვალისწინებული. მატჩების განრიგი მომავალ წელს გაშალაშინდება, ინგლისი 2015-ის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ.

    "სამუშაო ბევრი გვაქვს", - განაცხადა ალან გილპინმა. "ჩვენს იაპონელ პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს წილისყრაზე, მატჩების განრიგზე და გუნდების მასპინძლობასთან დაკავშირებულ ლოგისტიკაზე მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გადასვლას მომავალი წლის მეორე ნახევრამდე ვერ მოვახერხებთ".

    მომავალი მსოფლიო თასის მასპინძლები დიდ იმედებს ამყარებენ იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ედი ჯონსის მუშაობაზე, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე გუნდს სამი გამარჯვება მოუტანა, თუმცა ფინალში ვერ გაიყვანა.

    "1995 წლის მსოფლიო თასში სამხრეთ აფრიკის გამარჯვებას მიეძღვნა შესანიშნავი ფილმი "ინვიქტუსი", ბრძანა 2019 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ აკირა შიმაძუმ. „იმედია, 2019 წელს ისე გამოვიჩენთ თავს, რომ იაპონიის ნაკრებს ინვიქტუს II-ს მიუძღვნიან".

    მცირედი ინფორმაცია 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ლოგოზე

    ტურნირის ლოგოს დიზაინში იაპონიის ორი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა გამოყენებული - ამომავალი მზე და ფუძის მთა. ეს მსოფლიო თასის პირველი ლოგოა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში "რაგბის საერთაშორისო საბჭოს" "მსოფლიო რაგბად" რებრენდირების შემდეგ დამზადდა.

    "დიზაინში გამოკვეთილია იაპონიის ორი ყველაზე ცნობადი სიმბოლო - ამომავალი მზე და ფუძის მთა"

    ავტორი: შინტარო კანო

    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        29-10-2015, 14:11
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ