image

"პსჟ" მეოთხედფინალშია (მიმოხილვა)

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა, ერთ-ერთ მათგანში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "პსჟ"-ს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა მოედანზე უშეღავათო ბრძოლა იხილა. ბევრი ლონდონის "ჩელსის" უპირობო ფავორიტად მიიჩნევდა, მაგრამ თამაშმა მათ იმედები გაუცრუა.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ პარიზელები 31-ე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. ზლატან იბრაჰიმოვიჩს მსაჯმა უხეშობა არ აპატია და პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

მატჩში ანგარიში 81-ე წუთზე ტიმ კეჰილმა გახსნა. ზუსტად ექვს წუთში "არისტოკრატებს" პასუხი დავიდ ლუიზმა, ულამაზესი თავური დარტყმით, გასცა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა.

დამატებით დროში პარიზელებს დაღლა დაეტყოთ, რასაც ტიაგო სილვას საკუთარ საჯარიმოში დაშვებული შეცდომა მოჰყვა. ედენ აზარმა გუნდი 96-ე წუთზე თამაში წინ მეორედ გაიყვანა (პენალტი). თამაში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როდესაც სილვამ შეცდომა გამოისწყიდა და "ჩელსის" ულამაზესი გოლი გაუტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გოლის წყალობით, "პსჟ" 1/4 ფინალში გავიდა.

  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        12-03-2015, 02:47

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ