image

ბასილაშვილი ჰანესკუსთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

ამერიკის კონტინენტზე წლის პირველი მასტერსის, "ინდიან უელსის" გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ჩვენებური პირველი წრის დამაჯერებლად გავლის შემდეგ, გუშინ, გვიან ღამით რუმინელ ვიქტორ ჰანესკუსთან დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა და რუმინემა ქართველი 3:6, 6:4, 7:6(5) დაამრცხა. როგორც ხედავთ, ბასილაშვილმა ცნობილ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. მეტიც, პირველი სეტიც მოიგო და შეხვედრაც მისი მცირე უპირატესობით მიმდინაორებდა. დასანანია, რომ გამდაწყვეტი სეტის ტაიბრეიკზე თავის ჩაწოდებაზე დაკარგული ერთადერთი ქულა ნიკოლზისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და მან ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლა შეწყვიტა.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 182-ე ადგილს იკავებს. იგი უკვე მაიამიში გადაინაცვლებს და ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაიწყებს მზადებას.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        12-03-2015, 14:14

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ