რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ლეგიონერები: შალვა მამუკაშვილი "გლაზგო ვორიორზში" გადავიდა

    მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ჯაბა ბრეგვაძის მერე ლეგიონერობის "ესტაფეტა" შალვა მამუკაშვილმა მიიღო, რომელმაც სეზონის ბოლომდე კონტრაქტი შოტლანდიურ "გლაზგო ვორიორზსთან" გააფორმა. ბორჯღალოსანთა კვაჭისთვის ინგლისური "სეილ შარქსის" შემდეგ, ეს მეორე ბრიტანული კლუბია. ასევე მამუკაშვილი მეორე ქართველი მორაგბეა, რომელიც შოტლანდიურ პროფესიულ კლუბში ითამაშებს - 2012/14 წლებში "ედინბურგში" თამაშობდა ბორჯღალოსანი დიმიტრი ბასილაია.

    შალვას ახალი კლუბი, რომელიც "გინეს პრო 12"-ში (ყოფილი კელტთა ლიგა) ასპარეზობს, 1872 წელს ჩამოყალიბდა. კლუბი პირველობის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო 2015-16 წლის სეზონის 7 ტურის ჯამში 22 ქულით მე-6 ადგილზეა. შემდეგი თამაში ვორიორზს 27 ნოემბერს იტალიურ ‘ბენეტონთან’ აქვს.

    პრო 12-ის გარდა, ვორიორზი ევროპული პროფესიული კლუბური რაგბის "ჩემპიონთა თასზე" მონაწილეობს, სადაც წლევანდელი სეზონი 14 ნოემბერს აიღებს სტარტს. მამუკაშვილის კლუბი "ნორსჰემფთონ სეინთსთან" (ინგ), "სქარლეთსთან" (უელ) და ბორჯღალოსან დავით ხინჩაგაშვილის "მეტრო რასინგთან" (საფ) ერთად მე-3 პულშია განთესილი. სეზონის პირველი თამაში "გლაზგო ვორიორზს" სწორედ "რასინგთან" აქვს, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მორაგბე, დენ ქართერი გადავიდა. ვორიორზის სამწვრთნელო შტაბმა შალვა ჩემპიონთა თასისთვის გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში უკვე შეიყვანა, სადაც იგი ტრავმირებულ ქევინ ბრაისს შეცვლის.

    შალვა მამუკაშვილმა სანაკრებო კვართი პირველად 2011 წლის ივნისში ბუქარესტში, სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრებთან მოირგო და მას შემდეგ 35 კეპი მოიხვეჭა. ბორჯღალოსნების რიგებში მან 5 ლელო მიითვალა და აქედან გამორჩეულად შესაძლოა 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე იაპონიასთან დადებული ლელო ჩაითვალოს. წლევანდელ მსოფლიო თასზე მან ბორჯღალოსანთა ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    "წინა სეზონში ჩემპიონთა თასსა და პრო 12-ს თვალს ვადევნებდი და ვიცი, რომ გლაზგო საკმაოდ კარგი გუნდია, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო.

    "მსოფლიო თასზე თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც დარწმუნებული ვარ კლუბში დამეხმარება.

    "გლაზგოში ბევრი საერთაშორისო მორაგბე და ლამისაა შოტლანდიის ნაკრების ნახევარი თამაშობს. დიდი დონის პროფესიონალური კლუბია და აქ თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ", - განაცხადა შალვა მამუკაშვილმა.

    ვორიორზის მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა განაცხადა: "ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონთა თასის კამპანიის წინ ჩვენ გუნდს შალვა დაემატა. იგი საკმაოდ გამოცდილი კვაჭია, რომელიც სანაკრებო რაგბს ბოლო ოთხი წელია თამაშობს, ხოლო მსოფლიოზე ზელანდიის წინააღმდეგ საუცხოოდ ითამაშა. ინგლისური სეილ შარქსის შემადგენლობაშიც ფრემიერშიფში თუ ჩემპიონთა თასზე ძალიან კარგად იასპარეზა".



    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        11-11-2015, 14:38
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ