რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ფაჩულია წარმატებულად განაგრძობს

    შთამბეჭდავად ჟღერს: ნოვიცკი - ფაჩულიას ტანდემმა აჯობა გრიფინ - ჯორდანის დუეტს და „დალასმა“ 118:108 დაამარცხა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი „კლიპერსი“. ჩამოთვლილ კალათბურთელებთან ერთად აღნიშნულ გუნდებში სხვა სახელიანი კალათბურთელებიც თამაშობენ, თუმცა ფარქვეშა ბრძოლის მოგება ლოსანჯელესური მონსტრის დასამარცხებლად მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტია.

    კრის პოლი გენიოსი გამთამაშებელია, ჯამალ კროუფორდი და ჯეიჯეი რედიკი - დიდებული მსროლელები, თუმცა მათი გარჯა „კლიპერსისთვის“ დიდი ვერაფერი უპირატესობაა, თუკი წინა ხაზი ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე. ბლეიკ გრიფინი და დეანდრე ჯორდანი ლოსანჯელესელებისთვის მთავარი დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ და როცა მათ საქმე არ წაუვათ, კალიფორნიელებს დიდი ალბათობით წაგება არ ასცდებათ.

    ასე იყო დღეს, რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩში, როცა შორეულ ტეხასის შტატში „დალასმა“ „კლიპერსს“ უმასპინძლა და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი ბეჭებზე დასცა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა „დალასში“ სარეკორდოდ ბევრი - 31 წუთი ითამაშა და სეზონის რიგით მე-8 მატჩში მეოთხე ორმაგი დუბლი გაიფორმა.

    ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ზაზამ 10 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შეუდარებელი იყო ფაჩულიას მეწყვილე დირკ ნოვიცკი, რომელმაც 33 წუთში 31 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ამ 2 კალათბურთელის საერთო სარგებლიანობა ბევრად აღემატება გრიფინ-ჯორდანის ტანდემის მონაგარს. 21 ქულა ზოგადად არაა ცოტა, მაგრამ ნოვიცკის ოპონენტ ბლეიკ გრიფინისთვის, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 28 ქულაზე მეტს აგროვებს, ვერაფერი შედეგია. რაც შეეხება ფაჩულიას ვიზავი ჯორდანს, ამ უკანასკნელმა 9 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ერთი სიტყვით, თავში ნახსენები დუეტების მონაგარი რომ შევადაროთ, ქულებში 41:30 იგებს ნოვიცკი-ფაჩულია, ხოლო მოხსნებში - 21:20.

    4 მოგებითა და 4 მარცხით „დალას მავერიკსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მორიგი მატჩი დალასელებს 14 ნოემბერს, შინ მეორე ლოსანჯელესურ გუნდ „ლეიკერსთან“ ელით.

    GBF.GE
  • ავტორი: messi        12-11-2015, 16:58
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ