რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ლეგენდები არ კვდებიან - გავიცნოთ "რაგბის მეფე"

    40 წლის ასაკში, უეცრად გარდაიცვალა ლეგენდარული ახალ ზელანდიელი მორაგბე ჯონა ლომუ. აღნიშნულმა ფაქტმა მთელ მსოფლიოს გული დასწყვიტა.

    დავიწყოთ სულ თავიდან. ლომუ ოქლენდში, ტონგურ ოჯახში დაიბადა. თქვენთვის უკვე სიახლე აღარ იქნება თუ გეტყვით, რომ ბევრი წარმატებული სპორტსმენის მსგავსად, ისიც დიდ გაჭირვებასა და კრიმინალურ გარემოში ცხოვრობდა. სწავლობდა პუკეკოჰეში (ყოფილი სამხრეთი ოქლენდი) და ფენომენალური ფიზიკური მონაცემების წყალობით, მძლეოსნობის ერთბაშად 10 დისციპლინაში სკოლის რეკორდსმენი გახლდათ.

    პირველად რაგბში მისი ძალები მეოთხე კლასში მოსინჯა, სკოლის პირველ გუნდში აიყვანეს. თავდაპუირველად ლომუ 8 ნომრად თამაშობდა.1994 წელს მას ჰონკონგის შვიდკაცაზე უხმეს, ხოლო შემდეგ "ოლ ბლექსშიც", მაგრამ საფრანგეთთან ფრთაზე გაამწესეს.სამხრეთ აფრიკაში, 1995 წლის მსოფლიო თასზე მან ყველანი გააოცა. ნახევარფინალში ინგლისი 4-ჯერ დაალელოვა, მაგრამ მასპინძელმა "ბოკემ" ფინალში თავად იჩემპიონა.

    ჯონას 1998 წელს თირკმლის უკმარობა შეეტყო. ამის მიუხედავად, ახალ ზელანდიელმა 1999 წლის მსოფლიო თასზე მაინც იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ ამავე წელს ახალი ზელანდია ნახევარ ფინალში საფრანგეთმა გააგდო და ლომუმ ორ ჩემპიონატზე 15 ლელო გაიტანა. მისი ეს რეკორდი წელსღა გაიმეორა აფრიკელმა ბრაიან ჰაბანამ.

    ჯონამ სანაკრებო კარიერა 2002 წელს, 63 კეპითა და 37 ლელოთი დაასრულა. 2004 წელს მეგობარმა დი'ჯეიმ უწილადა ცალი თირკმელი, მაგრამ ლეგენდარულმა მორაგბემ ფორმა ვეღარ აღიდგინა.

    ჩემი აზრით, ეს სურათი ყველაზე კარგად გამოხატავს იმ წუხილს, რომელიც 18 ნოემბერს მთელს რაგბის სამყაროსა და მსოფლიოში დატრიალდა.

    ლეგენდები არ კვდებიან - გავიცნოთ "რაგბის მეფე"


    [აქვე იხილეთ] : ჯონა ლომუ - გამორჩეული მომენტები
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        19-11-2015, 12:39
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ