რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაზა კვლავ შეუჩერებელია: მე-7 ორმაგი დუბლი და ძლეული "იუტა ჯაზი"

    ზაზა ფაჩულია "დალას მავერიკსის" ლიდერის ფუნქციას ამართლებს. ნბა-ს მორიგ მატჩში ქართველმა ცენტრმა დალასელთაგან ყველაზე მეტი - 39 წუთი ითამაშა და სეზონის მე-7 ორმაგი დუბლი მიითვალა, რითაც ტეხასურ გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. დალასელებმა "იუტას" უმასპინძლეს და 102:93 სძლიეს.

    "დალასმა" იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.

    ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

    ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა.

    "დალასს" 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა "სან ანტონიოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის "სანდერთან" ელის.

    [მატჩის მიმოხილვა]



    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        21-11-2015, 12:29
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ