რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ბექა ბურჯანაძის 27 ქულით "ლეიმა ბასკეტმა" სტუმრად "ხუვენტუდი" გაანადგურა

    ბექა ბურჯანაძის პროგრესი გრძელდება. ქართველმა ფორვარდმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა. 10 დღის წინ ბურჯანაძემ 33 ქულა ჩაუგდო "კასტელოს", თუმცა მისი გუნდი, ლაკორუნიული "ლეიმა ბასკეტი" 1 ქულით დამარცხდა, ახლა კი ბექას არქიმექულეობამ შედეგი გამოიღო. ლაკორუნიელებმა სტუმრად "პრატ ხუვენტუდი" 81:60 გაანადგურეს, ქართველმა ლეგიონერმა კი გამარჯვებულებს 27 ქულა მიაშველა.

    ბურჯანაძის გუნდი აუტსაიდერთა შორისაა, თუმცა რეალურად მაღალი ამბიციები აქვს და დამსახურებულადაც: ლაკორუნიელებს ბედი არ სწყალობთ და თამაშებს ბოლო წუთებზე, ხანდახნ წამებზეც კი აგებენ. უბრალოდ, ფორტუნა მათ მხარეზე არაა, თორემ გაქანება არ აკლიათ. დასანანი წაგებებით გულდამძიმებულმა ლაკორუნიელებმა ჯავრი გასულ ტურში, "ხუვენტუდზე" იძიეს.

    ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი დაჰყო. ბექამ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედგად ქართველ ფორვარდს 27 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 9 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ბურჯანაძის შემდეგ ყველაზე მეტი - 13 ქულა - მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ მარტოსმა მოაგროვა.

    ბურჯანაძის გუნდს 9 ტურის თავზე 2 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ლაკორუნიელებს 28 ნოემბერს, შინ "კოკინასთან" ელით.

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        22-11-2015, 15:20
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ