რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "გოლდენ სტეიტის" მე-15 გამარჯვება, ფაჩულია სამმაგი დუბლის ზღვარზე

    გამთენიისას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიქსი", რომელსაც 4 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს "ოკლაჰომას" დაუპირისპირდა და შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში 114-117 დათმო. მიუხედავად მარცხისა, პარკეტზე კვლავ გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ფაჩულიას მონაგარმა აღნიშნულ დაპირისპირებაში 12 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა შეადგინა. ასევე მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ზაზამ უკვე ჩატარებული 14 შეხვედრიდან 8 ში მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება, ხოლო უკვე როგორც ნახეთ, "ოკლაჰომას" წინააღმდეგ თითქმის სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა.

    ზაზას თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტი ქულის დაგროვება დღეს დერონ ვილიამსმა მოახერხა, ამერიკელმა 20 ქულასთან ერთად 6 პასის შესრულებაც შეძლო. ასევე "დალასიდან" კარგი შეხვედრა ჩაატარეს ვესლი მეტიუსმა (18 ქულა), დუაიტ პოუელმა (13 ქულა), ჩენდლერ პარსონსმა (12 ქულა) და დირკ ნოვიცკიმ (11 ქულა). რაც შეეხება "ოკლაჰომას", გუნდი მოედანზე კვლავ კევინ დურანტის გარეშე გავიდა, საუკეთესო კი ისევ რასელ ვესტბრუკი გახლდათ, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 31 ქულა, 11 პასი, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა.

    კიდევ ერთი, რიგით მე-15 თამაში მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა". ამჯერად კალიფორნიელები გასვლაზე თანაკონფერენციელ "დენვერ ნაგეთსს" დაუპირისპირდნენ და მეტოქის დამარცხება 118-105 მოახერხეს. ოკლენდელთა მხრიდან საუკეთესო კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც 21 ქულის და 7 პასის დაგროვება მოახერხა, ხოლო სტეფ კარიმ საკუთარ გუნდს 19 ქულა და ასევე 7 პასი შესძინა, კარიმ ამჯერად 8 დან მხოლოდ 3 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

    დღეს გამართული სხვა შეხვედრების შედეგები ასე გამოიყურება:

    "კლიპერსი" - "ტორონტო" 80-91
    "ბრუკლინი" - "ბოსტონი" 111-101
    "ნიუ ორლეანი" - "ფინიქსი" 122-116
    "ლეიკერსი" - "პორტლენდი" 93-107
  • ავტორი: messi        23-11-2015, 12:28
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ