image

ბენიტესი: "საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ"

საკმაოდ საინტერესო თამაში გამოდგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა "შახტარსა" და მადრიდის "რეალს" შორის, რომელიც "თეთრების" გამარჯვებით ანგარიშით, 3:4 დასრულდა. მატჩის დასრულებუს შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მედიასნთან კომენტარი გააკეთა.

"საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩის დიდი ნაწილი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ და თამაშსაც სრულიად ვაკონტროლებდით. თუმცა, შეცდომებისა და პენალტიდან გოლის გამო სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიცვალა. სავარაუდოდ დავკარგეთ კონცენტრაცია, მაგრამ აუცილებლად გავაანალიზებთ ყველაფერს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი ქულა ავიღეთ და პირველი ადგილი შევინარჩუნეთ ჯგუფში", - დაასრულა ბენიტესმა.

ცნობისათვის, "სამეფო კლუბი" A ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს, ხოლო "შახტარი" მესამე ადგილს 3 ქულით იკავებს.

იხილეთ: "შახტარი" 3:4 "რეალი" - მატჩის მიმოხილვა
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        26-11-2015, 12:44

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ