რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    კალათბურთელები არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებას ესტუმრნენ

    არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვეტერანი და სუპერლიგის კალათბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა. ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, განხორციელდა.

    საკალთბურთო მატჩს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრნენ.
    პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობების განხორციელება მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებისთვის.

    "არასრულწლოვნებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ, ამიტომ ღონისძიებას ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. კედელი, რომელიც აქ არის აღმართული ძალიან მალე დაინგრევა და ისინი გარეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გავლენ", - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

    კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავლშიც გააგრძელებს. როგორც გაბრიჩიძემ განმარტა უახლოეს პერიოდში არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კალათბურთში ტურნირი ჩატარდება გამარჯვებულ გუნდს კი შესაძლებლობა ექნება საქართველოს სუპერლიგის ფინალურ მატჩს დაესწროს.

    "ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩავუტაროთ. უხლოეს მომავალში შევადგენთ გეგმას სამი-სამზე კალათბურთში ჩემპიონატის ჩასატარებლად, შეჯიმრში გამარჯვებული გუნს კი საქართველოს ჩემპინატზე დასწრების შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        27-11-2015, 15:48
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ