რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    კახა ცხადაძე: "შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია"

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადაძემ ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან დაპირისპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განვილ ორ მატჩში ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

    "არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური, როცა ეროვნული ნაკრების სახელით თამაშობ, შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა ფეხბურთელმა კარგად უნდა გააცნობიეროს. ესტონეთთან და ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთაც მომავალში დავეყრდნობით. მინდოდა ამ ორ მატჩში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დამენახა. ესტონეთთან ამ ანგარიშით წაგების გამო ბოდიში მოვიხადე და ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრები ასე არავისთან არ უნდა აგებდეს. რაც შეეხება ალბანეთთან დაპირისპირებას, ვფიქრობ მათთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ვინაიდან მატჩს ვიგებდით, უპირატესობა ბოლომდე უნდა შეგვენარჩუნებინა".

    ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ ლიგაში გარიგებული მატჩების შესახებაც ისაუბრა.

    "კარგია, რომ ხობის "კოლხეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩი გარიგების მაღალი რისკის გამო გადაიდო. შეთანხმებული და ჩაწყობილი მატჩები უნდა აღმოიფხვრას და მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. ძალიან სერიოზულად უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩაითრიონ ასეთ თამაშში. იმედია საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან".

    კახა ცხადაძის პრესკონფერენცია



    კახა ცხადაძის პრესკონფერენცია - ფოტოალბომი

    სფფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        1-12-2015, 01:41
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ