image

ვაკო ყაზაიშვილი კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

არნემის "ვიტესის" ქართველი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის ერედივიზიონის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია არნემელთა გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, ერედივიზიონის მე-14 ტურში, "ნაიმეგენთან" "ვიტესმა" სწორედ ყაზაიშვილის გატანილი გოლის წყალობით მოიგო. გარდა ამისა, ვაკო ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ჩვენებურს 13 თამაშში 5 გოლი დაუგროვდა.
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        2-12-2015, 19:03

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ