image

გვარდიოლა: "იუვენტუსი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესასთან ფლეიოფში საკუთარი გუნდის მოწინააღმდეგის შესახებ ისაუბრა.

"იუვენტუსი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ გასულ სეზონში ფინალში ითამაშეს და იმავეს გაკეთებას წელსაც ეცდებიან. ჩვენ კენჭისყრაში ნამდვილად არ გაგვიმართლა. მათ აქვთ საოცრად მტკიცე მენტალიტეტი და მუდამ გამარჯვება სურთ. "იუვესთვის" სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა მათ შესაძლებლობებს უკვე ყველა ხედავს". - აცხადებს ესპანელი.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        14-12-2015, 19:55

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ