რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგის ჯგუფიდან გავიდა

    მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი უკანახაზელის "დარუშაფაკას" D ჯგუფიდან გამსვლელი მე-4 ადგილი რომ შეენარჩუნებინა, ისრაელის "მაკაბისთან" შინ 10 ქულით არ უნდა წაეგო და ეს არცთუ რთულად შესასრულებელი ამოცანა სტამბოლურმა გუნდმა შეასრულა.

    ბოლო ტურის წინ სტამბოლის "დარუშაფაკა" 1 ქულით უსწრებდა თელ ავივის "მაკაბის". ებრაულ გუნდს მხოლოდ გამარჯვება ხელს არ აძლევდა, რადგან პირველ წრეში მარკოიშვილის გუნდთან შინ 73:84 ჰქონდა წაგებული და შესაბამისად, ეს სხვაობა ჰქონდა გასაბათილებელი. თელავიველებმა ეს ვერ მოახერხეს და როცა გაირკვა, რომ 10 ქულაზე მეტით ვერ იმარჯვებდნენ, სტუმრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხვედრაში დამატებითი დრო დანიშნულიყო, თუმცა ფრე ვერ დასვეს. ბოლო წუთები კურიზული გამოდგა, დარუშაფაკელები საჯარიმოებს არ აგდებდნენ, ანგარიში რომ არ გათანაბრებულიყო.

    სტამბოლელები ბოლო პერიოდის წინ 1 ქულით აგებდნენ, თუმცა პერიოდი 13:2 გაქცევით დაიწყეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. დარჩებულ 5 წუთში "მაკაბის" მინიმუმ 20 ქულით გაქცევა მართებდა, რაც ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. საბოლოოდ "დარუშაფაკამ" 66:70 წააგო და ჯგუფში მე-4 ადგილზე გასვლით ტოპ-16-ის საგზური დაიბევა.

    მარკოიშვილი სასტრატო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან სამივე ორიანი ააცილა, 5 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. მანუჩარმა საბოლოოდ 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. სტამბოლელებს 11 ქულით ჟამონტ გორდონმა ულიდერა, ხოლო მილკო ბიელიცამ 10 ქულა ჩააგდო.

    მაშ ასე, ცსკა-ს, "უნიკახას" და "ბამბერგის" კვალზე D ჯგუფიდან "დარუშაფაკაც" გავიდა და ახლა კენჭისყრას ელოდება, რათა მეორე ეტაპზე მეტოქეები გაიგოს. 16 საუკეთესო გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება და საუკეთესო 8 გუნდის გამოსავლენად იბროლებს.

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        18-12-2015, 12:28
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ