რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "ცედევიტასთან" შენგელიამ 20 წუთში 16 ქულა მოაგროვა

    თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი. ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის "ლაბორალ კუჩამ" ვიტორიაში ხორვატულ "ცედევიტას" უმასპინძლა და 92:70 დაამარცხა. შენგელია გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

    ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში საკმაოდ მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. შენგელიამ ამჯერად შორი სროლებით გამოიჩინა თავი და 11 წუთი თამაშის შემდეგ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოო ჯამში თორნიკემ 5-დან 4 სამიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა. თორნიკეს ანგარიშზე 16 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

    შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ვიტორიელთა გუნდში მე-3 შედეგია. საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კოსიე გახდა, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ბერძენმა იანის ბურუსისმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. "ცედევიტაში" ითამაშა გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრები წევრმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც 7 ქულა და 3 პასი მიითვალა.

    "ლაბორალ კუჩამ" ჯგუფური ეტაპი 6 მოგებითა და 4 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულა და ახლა კენჭის მოლოდინშია. B ჯგუფიდან ვიტორიელთაგან ერთად გავიდნენ "ოლიმპიაკოს", "ეფესი" და "ცედევიტა".

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        18-12-2015, 12:37
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ