რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ლეგიონერები: ევროპული საკლუბო რაგბის მე-4 ტურში

    17-20 დეკემბერს ევროპაში ორივე საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების მე-4 ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასზე ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" 40:14 სძლია იტალიურ "ბენეტონ ტრევიზოს". ჟვანია შეცვლაზე შევიდა და 63-მე წუთზე შესანიშნავი ლელო დადო. "სტად ფრანსე" მე-4 პულში 10 ქულით მე-2 ადგილზეა

    Higlights: Stade Francais Paris v Benetton Treviso

    HIGHLIGHTS: On home soil Stade Français Paris delivered a second consecutive victory over Benetton Rugby #ChampionsCup

    Posted by EPCR Champions Cup on Sunday, December 20, 2015


    მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" დუბლნში "ლენსთერს" ავივაზე საპასუხო მატჩში ესტუმრა და 20:16 დაამარცხა მეტოქე. სამივე ბორჯღალოსანი მარქაფაში იყვნენ. ჩილაჩავას დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ტულონის საჯარიმო ლელო 58-ე წუთზე. 67-ე წუთზე მოედანზე გორგოძე შევიდა. რამდენიმე წუთში მამუკამ თავის ჩვეულ სტილში რაქში გვერდიდან აიტაცა ბურთი. მას ჩაეჭიდა და ლელომდე აწვებოდა კოტე მიქაუტაძე. გორგოძემ დაამიწა, მაგრამ მსაჯმა ტელერეფს უხმო - მანამდე წინ თამაში ხომ არ ყოფილაო. ტელერეფმაც დაუდასტურა და ლელო არ ჩაითვალა. ამ მოგებით და 8 ქულით ტულონმა მესამედან მეორეზე გადაინაცვლა.

    Highlights: Leinster Rugby v Toulon

    HIGHLIGHTS: RCT - Rugby Club Toulonnais power back from 11 points down at the Aviva Stadium #ChampionsCup

    Posted by EPCR Champions Cup on Sunday, December 20, 2015


    წინა კვირას "ქინგსჰოლმზე" წაგებული თამაშის შემდეგ დათო ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის "კლერმომნა" შინ ‘ექსეთერთან’ დამაჯერებლად 42:10 გაიმარჯვა. კლერმონმა მეტოქეს 5 ლელო დაუდო. ვიტო კოლელიშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა. ამ დროს მსაჯმა ვიტო მოლის ჩაქცევისთვის გაასინბინა თამაშის ბოლომდე. ორი წუთის შემდეგ, მსაჯმა კიდევ ერთი კლერმონელი, კლემენტ რიკი იგივე მიზეზით გააძევა და მატჩის ბოლომდე კლერმონმა 13 კაცის ოდენობით ითამაშა. მეორე პულში კლერმონი 10 ქულით მე-2 ადგილზეა.

    ჩელენჯ თასზე 17 დეკემბერს ორმა ბორჯღალოსანმა იასპარეზა. ჯაბა ბრეგვაძის "ვუსთერმა" გასვლაზე "გლოსთერთან" 27:13 დათმო შეხვედრა. ბრეგვაძე მოედანზე მეორე ტაიმის მე-10 წუთზე შევიდა და მატჩის ბოლომდე ითამაშა.

    Highlights: Gloucester Rugby v Worcester Warriors

    HIGHLIGHTS: On Thursday evening Gloucester Rugby faced Worcester Warriors and with the positive result achieved a new EPCR Challenge Cup record with 13 consecutive victories. They top Pool 4 heading into Round 5. #ERChallengeCup

    Posted by EPCR Challenge Cup on Friday, December 18, 2015


    მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის "მონპელიემ" შინ უელსურ "კარდიფ ბლუზს" უმასპინძლა და 1 ქულის სხვაობით, 23:22 გაიმარჯვა. ნარიაშვილმა სასტარტო 15-ეულში დაიწყო და 73-ე წუთამდე ითამაშა.

    Highlights: Montpellier v Cardiff Blues

    HIGHLIGHTS: In Pool 3 Montpellier Hérault Rugby page officielle beat Cardiff Blues in dramatic fashion with the last conversion of the match. #ERChallengeCup

    Posted by EPCR Challenge Cup on Friday, December 18, 2015


    18 დეკემბერს, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთროშვილისა და გიორგი მარგველანის "აჟენი" გასვლაზე ‘გრენობლთან’ და 48:45 დამარცხდა. ამ შეხვედრაში პროფესიონალური-ევროპული დებიუტი ჰქონდა აჟენის ესპუართა გუნდის წევრს, 20-წლამდე ბორჯღალოსანთა ბურჯ გიორგი მარგველანს.

    19 დეკემბერს, სოჭში ევროთასებზე მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, დავით კაჭარავას "ენისეი" საფრანგეთში "ბრივს" ესტუმრა. კარლენ ასიეშვილის, გიორგი ჯღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ცუცქირიძის გუნდმა 33:3 გაიმარჯვა. ბრივში ჩვენებურთაგან მარქაფაში გოდერძი შველიძე იყო, ხოლო "ენისეის" სამწვრთნელო შტაბმა დავით კაჭარავა ფრთაზე ათამაშა.

    საქართველოს რაგბის კავშირი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        21-12-2015, 15:50
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ