რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება ოვერტაიმში

    ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" ნიუ იორკში დიდი ბრძოლა მოიგო. ტეხასელები მეგაპოლისის ერთ-ერთი უბნის, ბრუკლინის გუნდს შეხვდნენ და "ნეთსი" დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში 119:117 დაამარცხეს.

    მატჩის ბედი ძირითადმა 48 წუთმა ვერ გაარკვია. დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული, რომლის დასრულებამდე 19 წამით ადრე დირკ ნოვიცკიმ დალასელთა დამაწინაურებელი და საბოლოოდ გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო. ეს ორქულიანი იმით უფრო იყო გამორჩეული, რომ ნოვიცკიმ ნბა-ს ყველა დროის მექულეებში მის წინ მყოფ შაკილ ონილს გადაასწრო და მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

    ნოვიცკიმ საბოლოოდ შეხვედრა 22 ქულით დაასრულა, მატჩის გმირი კი ჯეი ჯეი ბარეა გახდა, რომელმაც პირადსარეკორდო 32 ქულა მოაგროვა და ამას სეზონში უმეტესი 11 პასი მოაყოლა. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი დაატარა. ზაზა საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა, თუმცა ორმაგ დუბლამდე, რაშიც ლიგის საუკეთესოთა შორისაა, ვერ მივიდა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 8 ქულას ზაზამ 6 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

    ამ გამარჯვებით "დალასი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაეწია და 16 მოგება-13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში კალიფორნიელებთან ერთად მე-4 ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით 27 დეკემბრის გარიჟრაჟზე, დალასში "ჩიკაგო ბულსთან" გამართავს.

    სკფ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        25-12-2015, 00:26
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ