რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    სრკ-ს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

    დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა ქართული სარაგბო ოჯახის დიდი ნაწილი, რომელმაც შიდა კონსულტაციების შედეგად მათ მიერ შერჩეული სრკ-ს საპრეზიდენტო კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს.

    ამ ეტაპზე მის კანდიდატურას 16-მა ნამდვილმა წევრმა დაუჭირა მხარი. პრესკონფერენციაზე ამ კლუბების სახელით სრკ-ს გამგეობის წევრმა და ‘ლელო სარასენსის’ დამფუძნებელმა ბათუ კევლიშვილმა ისაუბრა. მან თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს „ქართული რაგბის 8 შესანიშნავი წელიწადისთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ ნიჟარაძე ქართულ რაგბში დარჩება. გოჩა სვანიძის წარდგენისას მან აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის გაარგძელებს ნიჟარაძის მიერ აღებულ კურსს.

    წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გოჩა სვანიძე ესაუბრა. მან მადლობა გადაუხადა წარმდგენებს ნდობისათვის და აღნიშნა: „ნიჟარაძე ჩემი მეგობარი და თანამებრძოლია. ჩემთვის რთული იქნება მისგან მემკვიდრეობის მიღება და თუ 24 იანვარს ნამდვილი წევრები მე ამირჩევენ, ისევ გიასა და ჩემი მხარდამჭერების დახმარებით შევძლებთ ქართული რაგბის განვითარების გაგრძელებას.“

    მან ასევე დასძინა, რომ მის საარჩევნო პროგრამას ის ნაახალწლევს წარადგენს.

    პრესკონფერენციის ბოლოს სრკ-ს მომქედმა პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვისი დაუღალავი შრომითაც ქართული რაგბი აქამდე მოიტანა და გოჩა სვანიძე დაახასიათა: „გოჩას ბევრია წელია რაც ვიცნობ. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს და ყველაზე მეტად მის პრინციპულობას ვაფასებ. სხვადასხვა საკითხებზე ხშირად გვიკამათია, როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ საქმის უკეთ გაკეთება და მრავლად იყო ისეთი მომენტები, როდესაც მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი ყოფილა. გოჩა არის ის ადამიანი, რომელიც არა მარტო შეინარჩუნებს იმ კარგს რაც არის, არამედ გამოასწორებს იმას რაც არ იყო და თავის გუნდთან ერთად ქართულ რაგბს ბევრად უფრო წარმატებულს გახდის".

    გოჩა სვანიძე ქართული სარაგბო ოჯახის წევრია. ის 1981-1994 წლებში შემდეგ კლუბებში თამაშობდა: ‘სამედიცინო ინსტიტუტში’, ‘შევარდენში’, ‘ელმავალში’, ‘მიმინოში’, ამირანსა და ‘თბილისში’. 2004 წლიდან დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

    ამ ეტაპზე გოჩა სვანიძე წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: ლელო სარასენს, აია, არმია, აკადემია, ყოჩები, ლოკომოტივი, ჯიქი, ჯიხა, ქუთაისის სარაგბო სკოლა, ჭიათურა, ჯრუჭი, დინამო, კოლხი რაინდები, იუნკერები, ქუთაისის უნივერსიტეტი და დევები

    შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 24 იანვარს გასამართი სრკ-ს საერთო კრებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 18 იანვრის 13:00 საათი.

    გთავაზობთ დღევანდელი პრესკონფერენციის აღმსახველ ვრცელ ვიდეოს



    სრკ
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        30-12-2015, 18:47
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ