რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "საკრამენტოსთან" 2 ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 17 მოხსნა, 9 ქულა და 5 ჩაჭრა მიითვალა

    საოცარი მატჩი მოიგო ზაზა ფაჩულიას „დალასმა“, რომელმაც 2-ოვერტაიმიან თრილერში „საკრამენტო კინგზი“ 117:116 დაამარცხა. გამარჯვების სამქულიანი საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო დერონ უილიამსმა, რომელმაც დალასელთა სასწაულებრივი გაქცევა ჯადოსნური სროლის დააგვირგვინა.

    ძირითადი დროის დასრულებამდე 48 წამით ადრე დალასელები 94:90 იგებდნენ, თუმცა იტალიელმა მარკო ბელინელიმ 2 სამქულიანი ჩააგდო და სირენამდე 13 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 96:96. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე დერონ უილიამსმა მოახერხა გარღვევის შედეგიანად დაგვირგვინება და მასპინძლები 2 ქულით დააწინაურა, თუმცა საფინალო სირენის თანხლებით დემარკუს ქაზენსმა გამთანაბრებელი ჩააგდო.

    სწორედ ქაზენსი უნდა გამხდარიყო მატჩის გმირი, რომელმაც ფრედ (6:6) დასრულებული პირველი ოვერტაიმის შემდეგ აიწყვიტა და მეორე დამატებით 5-წუთეულში ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო, რასაც რუდი გეიმ სამქულიანიც მოაყოლა და დასრულებამდე 1,20 წუთით ადრე „საკრამენტო“ 116:109 დაწინაურდა. 80 წამში 7 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება სენსაციის ტოლფასი იყო, რაც დალასელებმა მოახერხეს და 2 აქამდელი წაგების შემდეგ ტკბილი გამარჯვება მოიპოვეს.

    სასწაულებრივ 80 წამში მატჩის ბომბარდირმა ქაზენსმა 2 სროლა ააცილა, ხოლო დერონ უილიამსმა ორქულიანი, დირკ ნოვიცკიმ კი სამიანი ჩააგდო და სირენამდე 26 წამით ადრე დალასელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შემცირდა. მასპინძლებმა უმჭიდროვესი დაცვის წყალობით საკრამენტოელებს შეტევის უფლება არ მისცეს და ამისთვის გამოყოფილი 24 წამის გასვლის შემდეგ, ოვერტაიმის დასრულებამდე 1,3 წამით წამით ადრე ბურთი „მავერიკსს“ გადაეცა. დალასელებმა 20-წამიან წუთშესვენებაზე მოითათბირეს, მოედანზე გასულებმა კი სპექტაკლი გაითამაშეს. პირით ხაზიდან დევინ ჰარისმა პასი უილიამსს მიაწიდა, რომელმაც როგორც თავში ვთქვით, სირენის თანხლებით გამარჯვების სამქულიანი მოედნის კუთხიდან ჩააგდო.

    ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, მატჩში უმეტესი (ქაზენსთან ზიარი) 17 მოხსნა და კარიერაში საკუთარი რეკორდის ტოლფასი 5 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირმა დერონ უილიამსმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. 23 ქულა ჰქონდა დირკ ნოვიცკის, ხოლო ვესლი მეთიუზის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. „საკრამენტოში“ 35 ქულა, 17 მოხსნა და 6 ჩაჭრა გაუხუნდა დემარკუს ქაზენსს, ხოლო 31 ქულა - რუდი გეის.

    20 მოგებითა და 15 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრა „საკრამენტოსთან“ ჯადოსნურად მოგებული მატჩიდან უკვე 24 საათში ნიუ ორლეანში - „პელიკანსთან“ ელის.



    GBP.GE
  • ავტორი: messi        6-01-2016, 14:53
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ