რეკლამა
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • გურამ, მიესალმე მაინც! - ყველაზე სწრაფი იპონი ქართველი ძიუდოისტის შესრულებით (ვიდეო)
    გურამ, მიესალმე მაინც! - ყველაზე სწრაფი იპონი ქართველი ძიუდოისტის შესრულებით (ვიდეო)
  • რა მოხდა მაშინ, როცა სუმოისტები ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრნენ  (ვიდეო)
    რა მოხდა მაშინ, როცა სუმოისტები ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრნენ (ვიდეო)
  • 1 წამით ადრე ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე საოცარი იპონით ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    1 წამით ადრე ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე საოცარი იპონით ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • "მე შემეშვი, ლაშას მიხედე..." - ქართველი ძალოსნის გმირობა (ვიდეო)
  • image

    "მფრინავი ვიქტორი"!

    ქართული კალათბურთის ისტორიაში, დიდი მოთამაშეები მრავლად არიან. ნებისმიერზე შეიძლება საუბარი, როგორც ჩვენს დროში მოასპარეზეებზე, ისევე წარსულში მოთამაშეთა შესახებაც, ქართული კალათბურთის აწ განსვენებული ლეგენდის, გურამ მინაშვილის თამადობით... თუმცა, ახალგაზრდა ადამიანისათვის, მეტად უპრიანი იქნება, ისაუბროს თავის თანამედროვის შესახებ, რადგან რამდენი საქებარი სიტყვაც არ უნდა გავიგო, პირადად მე, წარსულში მოღვაწე სპორტის ოსტატების შესახებ, ისე მაინც ვერ აღვიქვამ, როგორც ჩემი თანამედროვე სპორტსმენის ასპარეზობას. ვისაუბროთ XXI საუკუნის ქართული კალათბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე:

    სტატიის სათაურიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით კიდეც... ვიქტორ სანიკიძე ისეთ სპორტსმენთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს. ის შესანიშნავი კალათბურთელი და კარგი ადამიანია. "მფრინავი ვიქტორი" მას სიყვარულით შეარქვა ქართველმა ქომაგმა. ჩვენი ვიკა ვალერი ჩკალოვზე მაგარი მფრინავია... ზოგადად, ბურთის ზემოდან გდება (იგივე "სლემ დანქი") ყველაზე სანახაობრივი რამ არის კალათბურთში. შესაბამისად, სანახაობის მოყვარულებს, მაგარი "დანქერები" მოსწონთ. განა შეიძლება არ მოგეწონოს ცინცაძე-სანიკიძის საფირმო "ალე-უპი"?! ეს ხომ შეუძლებელია, საჭიროა ერთი ასეთი მომენტი და სპორტის სასახლეში შეკრებილი პუბლიკა ფეხზეა!

    "მფრინავი ვიქტორი"!


    ჩვენი ნაკრების ძირითადი მსუბუქი/მძიმე ფორვარდი (გააჩნია როტაციას, თოკო შენგელიასა და ვიქტორ სანიკიძეს ფორვარდის ორივე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში), ლამაზი ჩატენვის გარდა, კარგი სამქულიანი ტყორცნითაც გამოირჩევა. პერიმეტრზე ვიკას უმეთვალყურეოდ დატოვება დიდი შეცდომაა, ხოლო ამ შეცდომის დამშვები შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ისჯება... ჩვენებური, მოწინააღმდეგის ამგვარ შეცდომათა უმეტესობას იყენებს, რადგან შორეული ტყორცნა მისი ერთ-ერთი კოზირია. შეიძლება კარგი დაცვა ეთამაშო, მაგრამ გაიხედავ და ბურთი მაინც კალათშია, "Air Georgia"-ს ეს შეუძლია!

    ქართველი ფორვარდის პროფესიონალური სპორტული კარიერა 2003 წელს დაიწყო, მისი პირველი კლუბი ფრანგული "დიჟონი" იყო, სადაც 2003-06 წლებში ასპარეზობდა. 2004 წლის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შერჩევაზე (Draft) "ატლანტა ჰოუქსმა" მეორე რაუნდში, 42-ე პიკით აიყვანა, თუმცა სამწუხაროდ მისი დებიუტი NBA-ში არ შედგა... "დიჟონის" შემდეგ იყო ესპანური "ესტუდიანტესი. აქ ჩვენმა "ფრთიანმა კაცმა" მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდა, თბილისის "დინამოში"... მცირე ხნის შემდეგ ვიქტორი კვლავ უცხოეთში გაემგზავრა და ესტონურ "ტარტუ როკს" შეუერთდა. ის აქაც მხოლოდ ერთი წლით ჩერდება, შემდეგ კი მიდის იტალიაში - ამ ლამაზი ქვეყნის ლამაზ ქალაქ ბოლონიაში ვიკამ სამი წელი გაატარა, "ვირტუს ბოლონიას" შემადგენლობაში, რომელთაგანაც საუკეთესო 2011-12 წლების სეზონი იყო. აღნიშნულ სეზონში ჩვენებური "მფრინავის" სტატისტიკა შემდეგნაირია: 11.6 ქულა, 11 მოხსნა და 1.4 შედეგიანი გადაცემა. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი მისთვის საუკეთესოა და თამამად ვიტყვი, რომ ბევრი კალათბურთელი იოცნებებდა ასეთ მონაგარზე... 2012-13 წლებში ვიკა კვლავ იტალიაშია, უბრალოდ სხვა ქალაქსა და სხვა კლუბში - ამ სეზონში ვიკა სიენაში ირჯება "მონტეპასკის" შემადგენლობაში... ჩვენებურმა წინახაზელმა 2013 წლის ზაფხულში აპენინის ნახევარკუნძულიდან პირენეებში გადაინაცვლა, არაგონის ავტონომიაში. აქ მისი კლუბი "სარაგოსაა". ვიკა აქაც ერთ სრულ სეზონს ატარებს და შემდეგ კი რუსეთში, კერძოდ კი თათრეთში, ყაზანის "უნიქსში" აგრძელებს ასპარეზობას. ჯერჯერობით ეს ვიკას ბოლო კლუბია...

    "მფრინავი ვიქტორი"!

    მაგრამ მთავარი ბოლოსთვის მოვიტოვე... ჩვენი ვიქტორის საკლუბო კარიერა, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი, ამაში იგი თავადაც დამეთანხმება! ვიქტორ სანიკიძემ თავისი პროფესიონალური საკალათბურთო კარიერის განმავლობაში, მრავალი შეხვედრა ჩაატარა სანაკრებო დონეზე, აი რა არის უმთავრესი და უპირატესი - დაიცვა სამშობლოს ღირსება! და ვიქტორი ამას პირნათლად ასრულებს... მან მონაწილეობა მიიღო 2009 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა სამწუხაროდ ტურნირს მიღმა აღმოვჩნდით... მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა წარმატებაში 2011-13 წლების ევრობასკეტებსა და საკვალიფიკაციო რაუნდებზე, მან ყველაფერი დადო მოედანზე.

    დღეს ვიქტორ სანიკიძე 28 წლის არის. მან ხელის დაზიანება მიიღო და 1-2 თვით იუქმებს... სამწუხარო ინფორმაციაა, ვიკა საჭირო კაცია, ის ხომ ჩვენი "მფრინავია"! საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები წარმატებით ასრულებს 2015 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო რაუნდს და ზედიზედ მესამედ გადის ევროპის ჩემპიონატზე. ვიკამ აქაც შეიტანა თავისი წვლილი და იმედია, რომ შემოდგომაზეც იტყვის თავის სიტყვას! ამისთვის აუცილებელია, ჯანმრთელობა ვუსურვოთ ჩვენი ნაკრების ძირითად და შეუცვლელ წევრს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევრობასკეტზე ვნახავ ვიქტორ სანიკიძის არაერთ გაფრენასა და ცინცაძე-სანიკიძის ბევრ ლამაზ კომბინაციას... კალათბურთის ყველა ქართველ გულშემატკივარს ამას ვუსურვებ.

    Websport.ge-ს გუნდის სახელით მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო ვიკას!
  • ავტორი: Cotne Mrevlishvili        18-01-2019, 22:29
    Загрузка...

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ