რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    მეშველიანი: "კობიაშვილის მოსვლით არაფერი შეცვლილა"

    უმაღლესი ლიგის კლუბ "სამტრედიის" გოლკიპერმა კახაბერ მეშველიანმა ექსკლუზიურად "WebSport.Ge"-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის კარიერაზე, გუნდის სამომავლო გეგმებზე და ეროვნულ ნაკრებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

    - კმაყოფილი ხართ თუ არა პირველი წრის ქულათა რაოდენობით?
    - "კმაყოფილი არ ვარ, რადგან მეტი შეგვეძლო. ისეთ შეხვედრებში დავმარცხდით, რომელიც აუცილებლად მოსაგები გვქონდა. არაუშავს, მეორე წრეში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ".

    - "სამტრედიამ" 15 თამაშში 19 გოლი გაუშვა. მისაღებია თქვენთვის ეს შედეგი?
    - "ძალიან ბევრი ბურთი გავუშვით, თუმცა შედეგების გამოსწორებას ყოველთვის ვცდილობდით. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ წარმატებას არ მივაღწევთ. ჩვენ მაქსიმალურად დავიტვირთებით, ეს კი დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში".

    - თქვენი აზრით ვინ მოიგებს უმაღლეს ლიგას?
    - "წინასწარ რთულია ივარაუდო თუ ვინ მოიგებს ჩემპიონატს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით და ვფიქრობ, რომ 12 ქულის აღმოფხვრას მოვახერხებთ".

    - რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე. კარიერის დასრულებამდე "სამტრედიაში" თამაშს აპირებთ თუ არსებობს სხვა გუნდების შემოთავაზებებიც?
    - "კლუბთან კონტრაქტი მაისამდე მაკავშირებს. ჯერ არცერთ გუნდს არ მოუმართავს, ამიტომ რთულია ჩემს ტრანსფერზე საუბარი. მომავალში ვნახოთ რას გადავწყვეტ".

    - ნაკრებში თამაშზე რა აზრის ხართ?
    - "ეს ყველას ოცნებაა, ამიტომ მეც ყველანაირად ვეცდები ჩემი თამაშით მწვრთნელს გადაწყვეტილება მივაღებინო და საქართველოს მაისურით გავიდე მოედანზე".

    - ცხადაძეს ნაკრებსა და ქეცბაიას ნაკრებს შორის განსხვავება არის?
    - "კახას თავისი სტილი აქვს რაც ძალიან მომწონს, ხოლო თემური კი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა. თუ მოწინააღმდეგეს არ შეუტევ ვერ გაიტან".

    - ლევან კობიაშვილის დანიშვნამ გამოიღო თუ არა შედეგი?
    - "ჯერჯერობით ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, მაგრამ იმედი მაქვს უკეთესობისკენ წავა ყველაფერი".

    - ვის თვლით საუკეთესო კიპერად?
    - "მიუხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი ამ დროისთვის საუკეთესო და მისაბაძი კიპერია".
  • ავტორი: ლუკა ბერაია        14-01-2016, 17:01
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ