რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    პერესი გააქტიურდა

    როგორც უწინ მოგახსენეთ, მადრიდის "რეალს" 2017 წლის ზაფხულამდე ტრანსფერების განხორციელება აეკრძალათ. ამის მიზეზი 18 წლამდელთა მოთამაშეების უკანონო შეძენა-გაყიდვა გახდა. სანამ სასჯელი ძალაში შევა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს რამდენიმე დღე დარჩა, რათა "ბლანკოსი" გააძლიეროს. როგორც ჩანს, ამ მიზნის მისაღწევად პერესმა აქტიურობა უკვე დაიწყო.

    ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, "რეალი" აპირებს იანვრის ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას. "მადრიდული გიგანტის" უმთავრესი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკია. ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ გუნდში კარიმ ბენზემაზე უკეთესი ცენტრალური თავდამსხმელია საჭირო, ამიტომ პოლონელ მოთამაშესადმი კლუბის ინტერესი დიდია.

    ლევანდოვსკის შემდეგ მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა. ფრანგ სპეციალისტს სურს, ნახევარდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება და ამ მოთამაშის შეძენით ახალი ტაქტიკით გუნდის ათამაშება. "იუვენტუსის" შემტევისადმი ინტერესს რაფაელ ბენიტესიც იჩენდა, თუმცა "რეალს" ოფიციალურად ტურინელებისთვის არასოდეს მიუმართავთ.

    "რეალისთვის" მთავარ გასაჭირად გოლკიპერის პოზიცია ითვლება, რამეთუ კეილორ ნავასის შემდეგ გუნდი კარს კიკო კასილიას ეყრდნობა. "ბლანკოსი" გეგმავს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის დავიდ დე ხეას შეძენას, რომელიც უკვე დიდი დანია მადრიდელების მიზანშია.

    ზინედინ ზიდანი იმედის თვალით უყურებს ალვარო მორატას და მიაჩნია, რომ მასში ძალიან დიდი ნიჭი დევს. იტალიის სერია A-ში მოთამაშე ესპანელ ფეხბურთელს თვითონვე აქვს სურვილი მადრიდში დაბრუნების, რადგან ერთ დროს სწორედ "სამეფო კლუბის" რიგებში ასპარეზობდა და იქაურობა ძალიან მოსწონდა.

    "რეალის" მეხუთე სამიზნე ლონდონის "ჩელსის" ლიდერი ედენ აზარია. ბელგიელთან დაკავშირებით საქმე რთულადაა, რადგან "არისტოკრატები" თავიანთ ლიდერს ასე მარტივად არ გაუშებენ. "ბლანკოსს" ეს არ აშინებს და გეგმავს ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლის ეტაპის წამოწყებას.
  • ავტორი: ლუკა ბერაია        15-01-2016, 16:18
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ