image

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს ხელფასებს შეუკვეცენ

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "დეილი მირორი" გვაუწყებს, გუნდის ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს ხელფასებს 25%-ით შეუკვეცავს, თუ ისინი სეზონის ბოლოს მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალის გაწვრთნილი გუნდი ამჟამად ინგლისის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულა აშორებს, თუმცა თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით აჩვენებენ, პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა უნდა გაუჭირდეთ.

"იუნაიტედის" მოთამაშეებს სხვა გზაც აქვთ იმისთვის, რომ ხელფასების შეკვეცას თავი აარიდონ. ამისათვის მათ ევროპის ლიგა უნდა მოიგონ და მომდევნო სეზონში ავტომატურად მოხვდებიან ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ინგლისის 20 გზის ჩემპიონს არც ამ მხრივ აქვს საქმე კარგად, ვინაიდან, ევროპის ლიგის 1/16 ფინალური პირველი მატჩი დანიური "მიდტიულანდის" წინააღმდეგ 1:2 დათმო.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        19-02-2016, 12:36

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ