image

"არსენალი" - "ბარსელონა": მატჩის წინ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის პირველი რაუნდის ორი გამორჩეული მატჩია. ტურინში "იუვენტუსი" მიუნხენის "ბაიერნს", ხოლო ლონდონში "არსენალი" კატალონიის "ბარსელონას" მიიღებს.

ტურნირის მოქმედ ჩემპიონს საკუთარ მეტოქესთან გამართული შეხვედრების დიდი ისტორია აქვს. მათი დაპირისპირებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი 2006 წლის შემდეგ გაჩნდა. პარიზში გამართული ფინალი კატალონიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ჩემპიონთა ლიგის პრეიოფში ეს გუნდები ზედიზედ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2010 წელს, მეოთხედფინალში "ბარსამ" "არსენალი" ორი მატჩის ჯამში 6:3 დაამარცხა, ხოლო განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე" ლიონელ მესიმ პოკერის გაფორმება მოახერხა. "არსენალმა" "ბლაუგრანას" დამარცხება პირველად 2011 წელს, მერვედფინალის პირველ პაექრობაში, 2:1 მოახერხა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა 3:1 დათმო.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, "მეთოფეები" ახლაც აუთსაიდერებად არიან შერაცხულნი. ამ ყველაფრის საბაბს ანალიტიკოსებს აძლევს ის, რომ ლონდონელებმა ჯგუფური ეტაპი დრამატულ ბრძოლებში დასძლიეს და ინგლისის ჩემპიონტშიც რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარეს. ამ ყველაფერს ემეტება კატალონიელთა ზღაპრული ფორმაც. ლუის ენრიკეს გუნდი ბოლო 32 შეხვედრაში დაუმარცხებლად ასპარეზობს, ხოლო ბოლო 14 თამაშიდან 13-ში გამარჯვება მოიპოვეს.

არსენ ვენგერი:
" არცერთი გუნდი არაა სრულყოფილი და იმავეს თქმა "ბარსელონაზეც" შეიძლება. მათ უმაღლესი დონის თავდამსხმელები ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ აქვთ როგორიც ადრე, მაინც საოცარ ფეხბურთს აჩვენებენ, თუმცა ჩვენ ჩვენს შანსებს უნდა დაველოდოთ და მომენტების მაქსიმალურად რეალიზაციას ვეცადოთ".

" მე ვიცნობდი ლუის ენრიკეს, როგორც ფეხბურთეს, მას გოლი "არსენალის" წინააღმდეგაც გაუტანია. ამჟამად კი ის საოცარ სამუშაოს ასრულებს, ვინაიდან მოიგო სამივე ტიტული პირველსავე წელს, ძალიან რთულია".

" 2006 წლის ფინალის შემდეგ 10 წელი გავიდა. მაშინ "ბარსელონას" ლიონელ მესი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. ეს გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო და ახლაც უნდა ვცადოთ მსგავს წარმატებას მივაღწიოთ".

ლუის ენრიკე: ეს საოცარი მატჩია. "არსენალი" შესანიშნავი გუნდია, ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელებით. მათ შეუძლიათ პრესინგის არაჩვეულებრივად თამაში მეტოქის ნახევარზე. ასე რომ, ჩვენი ფავორიტობა შეხვედრის წინ არაფერს ნიშნავს".

" თუ განმეორებითი თამაშის წინ სასურველ ანგარიშს დავაფიქსირებთ, ყველაზე კარგი იქნება, ეს თავდაჯერებულობას შეგვძენს".

"არსენალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას ერთი საინტერესო ინტრიგაც ახლავს თან. ლეო მესის, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი მე-300 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში, პიტერ ჩეხის კარში ჯერ ბურთი არ გაუტანია.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        23-02-2016, 12:45

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ