image

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი: "6 ერის" ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს"

"6 ერის" ფორმატის ცვლილების საკითხი დღითიდღე აქტუალური ხდება. თემა მას შემდეგ უფრო განხილვადია, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინელთა გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, ტურნირი ზედიზედ მეექვსედ მოიგო და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ევროპას, რომ "ერთა თასი" "ბორჯღალოსნების" დონის ტურნირი აღარ არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანოს თავმდჯომარე ბერნარ ლაპასესაც დაეკითხნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპულ რაგბში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, რამეთუ რამდენიმე ეროვნული ნაკრების სათამაშო დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მოქმედი ტურნირების სისტემა დღევანდელ სიტუაციას არ შეესაბამება.

"6 ერის ფორმატში ცვლილებია საჭირო. ეს ტურნირი უნდა გაიხსნას - ან პირდაპირი გზით ან კი პლეი-ოფის სისტემის მეშვეობით. ის მართალია, პრობლემის მიზეზთა 90 პროცენტი, რაზეც ყველა თანხმდება - ფინანსებია. ვფიქრობ, ამიტომ პლეი-ოფი ყველაზე სამართლიანი გზაა ამის გადასაწყვეტად", - განუცხადა ლაპასემ ფრანგულ გამოცემა "ლე ფიგაროს".
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        5-04-2016, 15:18

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ