image

გურამ კაშია: "ვიტესის" გულშემატკივრები ამას არ იმსახურებენ"

არმენის "ვიტესის" ქართველმა ლეგიონერმა გურამ კაშია ჰოლანდიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებელ შედეგზე ისაუბრა. კაშიამ აღნიშნა, რომ "ვიტესის" გულშემატკივარი ამ შედეგს არ იმსახურებს, რისთვისაც თავს დამნაშავედ გრძნობს.

"კარგად მესმის, რომ არნემში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. ბოლო მატჩებში გულშემატკივარს იმედი გავუცრუეთ, ცუდი თამაში ვაჩვენეთ და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გავიუარესეთ. მათ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ყველას ბოდიშს ვუხდი", - ამბობს კაშია.

ამჟამად ჩვენებური ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას გუნდი 29 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. "ვიტესმა" ბოლო 5 მატჩიდან 3 წაგებით დაასრულა და ევროპა ლიგაზე გასვლა არ გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        5-04-2016, 15:30

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ