image

სიმეონე: "არბიტრმა თამაში გააფუჭა"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კატალონიის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და მსაჯების მისამართით აღშფოთება ვერ დამალა. სიმეონემ აღნიშნა, რომ მთავარი არბიტრი ორ ეპიზოდში შეცდა, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

"დიახ, მსაჯი ყველა ეპიზოდს უკეთ ხედავს, მაგრამ ხშირად ისინი შეცდომებს უშვებენ. დღეს არბიტრმა ტორესის ეპიზოდი ისე დაინახა, როგორც მოხდა გასულ წელს "რეალთან" არდა თურანის შემთხვევაში. ეს იყო ნორმალური წესის დარღვევა მოედნის ცენტრში და აქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, თუმცა მან ყველაფერი სხვაგვარად აღიქვა".

"ბარსელონამ" ორი გოლი სუარესის წყალობით გაიტანა, რომელიც მანამდე გაძევებას იმსახურებდა ფილიპე ლუისსთან უხეშობის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არბიტრის რეაქცია არასწორი იყო. ამ ორმა მომენტმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. რომ არა ეს, დარწუნებული ვარ, სულ სხვაგვარ სურათს მივიღებდით. მსაჯმა თამაში გააფუჭა".

"საერთო ჯამში, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და მეორე ნახევარშიც დიდ ზეწოლას მაქსიმალურად გავუძელით. შედეგი გვაძლევს მომდევნო მატჩზე ფიქრის საშუალებას. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ვნახოთ რა მოხდება "ვისენტე კალდერონზე", სადაც კატალონიელებს ცხელი გარემო დახვდებათ", - აღნიშნა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილს ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება.
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        6-04-2016, 13:28

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ