რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    თბილისის გრან პრი დასრულდა

    თბილისის გრან პრი დასრულდა. ქართველებისთვის ყველაზე წარმატებული უკანასკნელი დღე გამოდგა, რადგან ორი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ.

    დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში თამაშდებოდა და ირაკლი უზნაძის შეგირდებმა მართლაც ისახელეს თავი. 90კგ წონით კატეგორიაში ჩვენებურებიდან ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გამოდიოდნენ, ხოლო 100+კგ წონით კატეგორიაში - ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილი.

    დღის მთავარ ფავორიტად საკუთარ წონაში მსოფლიოს პირველი ნომერი, ვარლამ ლიპარტელიანი ითველებოდა. მან ასპარეზობა ფრანგი ლუდოვიკ გობერის ძლევით დაიწყო, შემდეგ უზბეკ შერალი ჟურალიევს შიდოს უპირატესობით აჯობა. ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე შვედი მარკუს ნიმენი იყო, რომელმაც ჩვენებურს 2010 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოუგო. დღეს კი რევანში შედგა, ვარლამი ფინალში გავიდა.

    რაც შეეხება ბექა ღვინიაშვლის, მან ასპარეზობა შვედი ჟოაკიმ დვარბის იპონით ძლევით დაიწყო. აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევის ბარიერიც სწრაფად გაიარა და ნახევარფინალში უნგრელი კრისტან ტოტე შეხვედრის დაწყებიდან მალევე შებოჭა.

    ქართული ფინალი სანახაობრივზე მეტად დაძაბული გამოდგა. ორივე ძიუდოისტი ცდილობდა ილეთის შესრულებას, თუმცა პასიურობისთვის მსაჯი ხან ერთს აფრთხილებდა, ხან - მეორეს. საბოლოოდ ღვინიაშვილმა ორი შიდო მიიღო, ლიპარტელიანმა კი - სამი, რაც ნიშნავს, რომ თბილისის გრან პრის გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი გახდა.

    დრამატულად განვითარდა მოვლენები მძიმე წონით კატეგორიაშიც. ქართველებს აქაც ორი ფავორიტი გვყავდა და თავი ორივემ ისახელა. ფინალამდე ორივე ძიუდოისტი, ადამ ოქრუაშვილიც და ლევან მატიაშვილიც ტრიუმფალურად მივიდა და როგორც 90კგ წონით კატეგორიაში, ამ ფინალშიც ვერ ვიხილეთ სანახაობრივი ჭიდაობა, თუმცა მაყურებელი მაინც კმაყოფილი იყო. საბოლოოდ ოქროს მედლის მფლობელი ლევან მატიაშვილი გახდა.

    კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, რომელშიც დღეს მედლები თამაშდებოდა, ალექსანდრე მსხალაძე ქართველებიდან ყველაზე უკეთ გამოვიდა. ეს უკანასკნელი ნახევრფინალში დამარცხა, მოგვიანებით რეპეშაშის ბრძოლაც წააგო და საბოლოოდ მედლის გარეშე დარჩა.

    პირველი ორი დღის მეტნაკლებად წარუამტებლად დასრულების შემდეგ, გრან პრის მესამე დღე ქართველებისთვის მართლაც ძალიან შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა ტურინირი 7 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

    ბრინჯაოს მედალი: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ)
    ვერცხლის მედალი: ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ), ადამ ოქრუაშვილი (100+კგ)
    ოქროს მედალი: ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ლევან მატიაშვილი (100+კგ)
    გუნდური ოქროს მედალი: საქართველოს ნაკრები
  • ავტორი: messi        22-03-2015, 21:27
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ