რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ვლადიმერ ნუცუბიძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებს

    საერთაშორისო კატეგორის ქართველმა მსაჯმა ძიუდოში ვლადიმერ ნუცუბიძემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალური მოწვევა მიიღო. ნუცუბიძეს მოწვევა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან გამოუგზავნეს.

    ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირისათვის მსოფლიოდან უკეთესი რეიტინგის მქონე 14 მსაჯი შეირჩა - 6 ევროპის კონტინენტიდან, 3 აზიიდან, 3 ამერიკიდან და ასევე 1-1 კონტინენტური კვოტით ავსტრალიიდან და აფრიკიდან.

    ნუცუბიძემ ბოლო პერიოდში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე - მასტერსზე, გრან სლემებსა და გრან პრიზე, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ქართველი მსაჯი სტაბილურად ხვდებოდა ფინალური შეხვედრების მსაჯად, რამაც საბოლოო არჩევანში გადამწყვეტი როლი იქონია.

    აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ნუცუბიძე პირველი მსაჯია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვინც ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირზე იმსაჯებს.

    ნუცუბიძე 46 წლისაა, 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. მან მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე იმსაჯა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა კი მისთვის პირველი იქნება.

    რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამშებზე საქართველოს დელეგაციაში მოხვდნენ და ოლიმპიურ თამაშებზე ასევე იმსაჯებენ - თემურ ყაზარაშვილი (ბ/რ ჭიდაობა), ედიშერ მაჩაიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა).

    ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.

    რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო 14 მსაჯი ძიუდოში

    1. ხოსე მანუელ კორტესი (ესპანეთი)
    2. ვანგ გუო ჩაო (ჩინეთი)
    3. ოსაკო აკინობუ (იაპონია)
    4. ვლადიმირ ვოსტრიკოვი (რუსეთი)
    5. ვლადიმირ ჰნიდკა (ჩეხეთი)
    6. ვენსან დრუო (საფრანგეთი)
    7. ედისონ მინაკავა (ბრაზილია)
    8. ვლადიმერ ნუცუბიძე (საქართველო)
    9. ანა-მარია ფრიდრიხი (უნგრეთი)
    10. ევერარდო გარსია (მექსიკა)
    11. მაშბატ მუხბატი (მონღოლეთი)
    12. გარი ტაკემოტო (აშშ)
    13. ლიუბომირ პეტერი (ავსტრალია)
    14. ლაიდ ჰამუში (აფრიკა)

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        13-04-2016, 14:39
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ