image

შმაგი ბოლქვაძემ რიოს ლიცენზია მოიპოვა!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ.) რიოს ლიცენზი მოიპოვა, რაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებითვის რიო 2016-ის პირველი ლიცენზიაა. ბოლქვაძემ რიოს საგზური ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე სერბეთის ქალაქ ზრენიანინში დაისაკუთრა.

ქართველმა ფალავანმა ნორვეგიელი თომესენი (6:0), ბულგარელი ივანოვიჩი (9:0) და პოლონელი კარეჩინსკი (5:0) დაამარცხა. ფინალში კი უნგრელ ტამას ლორინცს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.

დღესვე იჭიდავა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა (59 კგ) და მეოთხედფინალში დამარცხდა. აგრეთვე ტატამზე გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), რომელსაც ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი გამარჯვება დააკლდა - ნახევარფინალური შეხვედრა წააგო.

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        16-04-2016, 18:37

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ